გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმი ჭერი თანამედროვე სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, თავდაპირველად, აქტიურად იყენებდნენ დასავლეთ ევროპაში, ხოლო ეტაპობრივად კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ ტიპის ჭერის განსაკუთრებულობასა და პოპულარობას ძირითადად 4 ფაქტორი უზრუნველყოფს:
  • ფასი
  • ხარისხი
  • ეკოლოგიური უსაფრთხოება
  • მარტივი მონტაჟი
აქტიურად იყენებენ ყველა ტიპის ოთახსა თუ დაწესებულებაში, იქნება ეს კერძო საცხოვრებელი სახლი თუ ადმინისტრაციული შენობა.
მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟი რთული არ არის, მასალა საკმაოდ ფაქიზად დასაფიქსირებელია, გაკვრამდე მნიშვნელოვანია სწორი აზომვითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად სრული პროცედურა აზომვიდან-მონტაჟით დასრულებული აუცილებლად პროფესიონალმა უნდა შეასრულოს.
გასაჭიმი ჭერის ხელოსანი Servisebi.ge-დან შეგიძლია მოიძიოთ, საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება, გაფილტრეთ განცხადებები და დამატებითი ინფორმაციისთვის ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდით ავტორს.
გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმი ჭერი ფასი

გასაჭიმი ჭერი ფასი, რა ღირს მონტაჟი, კვადრატული რა ჯდება? - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელზეც უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია, სანამ ჭერის გაკეთებას დავიწყებთ.
საბოლოო ფასის განსაზღვრა ხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
  • სპეციალისტის მიერ იზომება ჭერი და დგინდება ფართობი
  • ზუსტდება თუ როგორი ტიპის ჭერი გვინდა (კლასიკური, გლუვი, პრიალა, სატინის ა.შ)
  • ვიზუალი ერთ ფერშია თუ გვჭირდება არტ ბეჭდვა
  • კონსტრუქცია განათებითაა თუ განათების გარეშე, თუ განათებითაა დასაზუსტებელია რა ტიპის განათება გვჭირდება, მაგ: LED წერტილოვანი თუ ლენტოვანი
  • გვსურს თუ არა დამატებითი სპეცეფექტები ჭერზე, როგორიცაა ე.წ ვარსკვლავური ცა, მოლივლივე ეფქტები და სხვა
როდესაც გვექნება ინფორმაცია ამ დეტალებზე, ზუსტი ღირებულების დადგენაში გასაჭიმი ჭერის ხელოსანი დაგვეხმარება.
ჩვენს ციფრულ პლატფორმაზე მარტივად მოძებნით გასაჭიმი ჭერის მონტაჟთან დაკავშირებულ შეთავაზებებს, გაფილტრავთ თქვენთვის სასურველს და დაუკავშირდებით ავტორს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.


როგორ შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერის ფერები კონკრეტული ოთახებისთვის?

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფერები გავლენას ახდენენ ჩვენს განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე, ენერგიასა და ჯანმრთელობაზეც კი. სწორედ ამიტომ ინტერიერში ფერების შერჩევა ერთგვარი გამოწვევა და ზოგჯერ საკმაოდ დიდი თავსატეხიცაა ხოლმე.
მნიშვნელოვანია სწორად გავითვალისწინოთ ყოველი დეტალი, მაგალითად ისიც, რომ ფერი სივრცის აღქმასაც ცვლის, შესაბამისად განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ ტონალობები კედლისა და ჭერისთვის.

გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში, მაღაზიებში ფერების საკმაოდ დიდი არჩევანია, როგორ უნდა შევარჩიოთ ფერები ისე, რომ ერთმანეთს მოუხდეს, სივრცეც არ დავაპატარაოთ და თან მიღებული შედეგით კმაყოფილნი დავრჩეთ?
აქ ერთი კონკერტული პასუხი არ არსებობს, ვინაიდან რაც ერთს მოსწონს, შესაძლოა მეორეს გემოვნებაში სულაც არ ჯდებოდეს, თუმცა გაგიზიარებთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რასაც ინტერიერის დიზაინერები ფერების შერჩევისას აქცევენ ყურადღებას და ეს დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ გასაჭიმი ჭერის ფერები სხვადასხვა ოთახებისთვის.
მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ განათება, ფერები სხვადასხვა განათების მქონე ოთახებში, განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად ხელოვნური განათებისას ცივი ფერები შეიძლება ერთმანეთისგან ვერ გავარჩიოთ.
განვიხილოთ საძინებელი და სამზარეულო ოთახების გასაჭიმი ჭერის ფერები.

საძინებელი ოთახი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სივრცეა, სადაც ვისვენებთ, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად  და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ფერთა პალიტრა.
ინტერიერის დიზაინერთა უმრავლესობა საძინებელში ჭერის ფერის შერჩევისას უპირატესობას პასტელურ ფერებს ანიჭებს, რომლებიც ქმნიან მშვიდ ატმოსფეროს და აღძრავენ პოზიტიურ ემოციებს. 
მკვეთრი და გამაღიზიანებელი ფერები ნაკლებად მისაღებია საძინებლისთვის.
თუ თქვენი ოთახის საერთო ინტერიერს შეესაბამება და ძალიან ამოვარდნილი არ არის, გირჩევთ ღია ცისფერზე, თეთრზე, ვარდისფერზე, კრემისფერზე და მსგავს ნათელ ფერებზე შეაჩეროთ არჩევანი.
ასევე შეგიძლია გამოიყენოთ განსაკუთრებული განათებაც ე.წ ვარსკვლავური ცა ან სხვა ტიპის, რაც ასევე შექმნის მყუდროებას.

რაც შეეხება სამზარეულოს ჭერის ფერს, აქ უფრო თავისუფლად შეგვიძლია ავარჩიოთ ფერები, თუმცა გირჩევთ უპირატესობა მაინც ღიას მიანიჭოთ, რადგან ღია ფერები აჩენს დიდ სივრცეს. 
თუ საერთო სივრცეს შეესაბამება, კარგი არჩევანი იქნება ღია ყვითელი, ლაიმისფერი, კრემისფერი და მსგავსი ფერების კომბინაცია.
პრო
ფრანგული გასაჭიმი ჭერი,  ბორისოლი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ბორისოლი.
5.0
| 8 შეფასება

ვაკეთებ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის გასაჭიმ ჭერებს (ბორისოლი) -უმაღღლესი ხარისხის, (პრემიუმი). -უმოკლეს ვადებში, -შეღავათიან ფასად, -ვარ ხარისხზე ორიენტირებული, -ვმუშაობ ასევე გასაჭიმი ჭერის აღდგენა-შეკეთებაზე, ასევე შესაძლებელია საფარდე და ლიანდაგური განათების მონტაჟი ბორისოლზე. (გარანტია 15 წელი) - საქართველოს მასშტაბით. საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ალეკო

გასაჭიმი ჭერის დიზაინიბარისოლიშეკიდული ჭერის დიზაინიფრანგული ჭერიგასაჭიმი ჭერი თბილისშიგასაჭიმი ჭერი ქუთაისშიშეკიდული ჭერიდაკიდული ჭერიფრანგული გასაჭიმი ჭერიშეკიდული ჭერის გაკეთება
ტელეფონი

​გასაჭიმი ჭერის გაკეთება

გასაჭიმი ჭერის გაკეთება სტანდარტული ჭერის მონტაჟთან შედარებით ნამდვილად მარტივი პროცედურაა, თუმცა სიმარტივე არ ნიშნავს, რომ პროცესის შესრულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
გასაჭიმი ჭერის ხელოსანი არის ის კვალიფიციური პირი, ვინც შეძლებს სწორად აზომვას, მონტაჟს და გასაჭიმი ჭერის დაზიანების რისკების მინიმუმადე შემცირებას, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მონტაჟის ეტაპზე.
ის ასევე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ გასაჭიმი ჭერის ფერები კონკრეტული ოთახებისთვის.
მაგალითად: თუ გასაჭიმი ჭერი აბაზანაში გსურთ, წინასწარ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ხელოსანს ის კი აბაზანის ინტერიერიდან გამომდინარე შეგირჩევთ რელევანტურ ფერს.
თუ პროფესიონალის ჩართულობა დაგჭირდება, ჩვენი ციფრული პლატფორმიდან შეძლებ მათთან დაკავშირებას, სრულყოფილი ინფორმაციისა და მომსახურების მიღებას.
სულ 5 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq