უსაფრთხოების ბალიშის და ღვედის აღდგენა

აირბაგის აღდგენა საავარიო სიტუაციის შემდგომ აუცილებელი პროცედურაა. ამის გარეშე მძღოლისა და მგზავრების გადაადგილება ზედმეტად სარისკოა. აირბალიშის სისტემის მუშაობის დროს (შეჯახებისას) უსაფრთხოების ბალიში ამოქმედდება, ხოლო ამის შესახებ ინფორმაცია იწერება ავტომობილის შიდა მეხსიერებაში. შესაბამისად, ანათებს აირბაგის სენსორიც. უსაფრთხოების ასეთი დეტალის მთავარი ამოცანაა დარტყმის შერბილება შეჯახების მომენტში.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ავარიისას ადამიანის გარდაცვალების მიზეზი მისი შინაგანი ორგანოების დეფორმაციაა მაშინ, როდესაც თავი, მკერდი და მუცელი საჭეს, დაფას ან სახურავის სვეტებს ეჯახება. ელასტიური ფენა დიდი გასაბერი ბალიშის სახით რისკს საგრძნობლად ამცირებს.

სანამ ავტომობილი ნორმალურად მუშაობს აირბალიში დაკეცილია. ის საფარის ელემენტების ქვეშ იმალება. დანადგარი უმოქმედოა მცირე პრობლემის შემთხვევაში, თუ ბორდიურს ბამპერს დაარტყამთ, ან დიდ ტოტს გვერდითა სარკით შეეჯახებით. სერიოზული ზემოქმედების დროს, რაც ავტომობილის კორპუსის სტრუქტურაზე მძლავრად მოქმედებს, უსაფრთხოების ბალიშები იხსნება.

ნებისმიერი ასეთი სიტუაციის შემდგომ უსაფრთხოების ბალიშების აღდგენა გარდაუვალია. აირბაგების შეკეთება არის გაცვეთილი შიდა მექანიზმის ახლით ჩანაცვლება და საფარის აღდგენა, რომელიც აირბალიშის გაშლისას ტყდება.

აირბაგის აღდგენა გულისხმობს ქარხნულის მსგავსი სისტემის ხელახალ აწყობას, სადაც უსაფრთხოების მექანიზმი სრულყოფილად იმუშავებს. თუ დაფაზე აირბალიშის ნათურა ჩართულია, სისტემა მიუთითებს, რომ არსებობს ხარვეზი და აირბაგების ხელოსანი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ. სარემონტო, აღდგენითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ზუსტი ღირებულების გასარკვევად უშუალოდ ოსტატს უნდა შეუთანხმდეთ.
 უსაფრთხოების ბალიშის და ღვედის აღდგენა

ყველაფერი, რაც უსაფრთხოების ბალიშის და ღვედის შეკეთების შესახებ უნდა იცოდეთ

ავტომობილის შეძენისას უსაფრთხოების სისტემების შემოწმება აუცილებელია. თუ მეორად მანქანას იძენთ აუცილებელია განსაზღვროთ მუშაობს თუ არა უსაფრთხოების მექანიზმი გამართულად. 

1976 წელს უსაფრთხოების ბალიშის ორიგინალური მოდელი შეიქმნა. პროდუქტის დანერგვა და ექსპლუატაცია კი მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაიწყო. ჩატარდა მრავალი ტესტი, რომელიც მიზნად ისახავდა ნაკლოვანებების გამოვლენას და რეაგირების სიჩქარის გაუმჯობესებას. ამის გამო დღეს ავარიების უდიდესი ნაწილი დაღუპულთა და დაშავებულთა ნაკლები პროცენტით სრულდება. 
უსაფრთხოების ბალიშები და ჭერის აირბაგები ავტომატურად მუშაობს, ანეიტრალებს საჭის ან მანქანის პანელზე ზემოქმედების შედეგებს. ინსტალაციისთვის განკუთვნილი ადგილები მითითებულია წარწერით ‘’Airbag’’ ან ‘‘SRS’’. ისინი ჩვეულებრივ განლაგებულია საჭეზე, სავარძლებსა ან გვერდითა საზურგეზე. წარწერები უნდა იყოს მთლიანი და მასზე არ უნდა შეინიშნებოდეს რაიმე ტიპის დაზიანებები. ინსტრუმენტთა პანელი აღჭურვილია სპეციალური ინდიკატორით, რომელიც ირთვება ძრავის დაქოქვისას 4-7 წამის შემდგომ. თუ სისტემა გაუმართავია შუქი ჩაქრება. 

თუ დაზიანებები სახეზეა უნდა შეიცვალოს თითოეული ელემენტი, რათა უსაფრთხოდ გადაადგილდეთ. სპეციალისტები ამოწმებენ და ცვლიან ისეთ აირბალიშებს, რომლებმაც ფუნქციონირების უნარი დაკარგეს. დამოუკიდებლად მისი ჩანაცვლება უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. 


აირბალიშების აღდგენა

აირბალიშების აღდგენა სარისკო საქმეა. განა იმიტომ, რომ ავარიის შემთხვევაში არ გაიხსნება, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეიძლება მართვის დროს სპონტანურად ამოქმედდნენ.შედეგები ამ შემთხვევაში სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ ეს საქმე აუცილებლად პროფესიონალებს უნდა ანდოთ. 
ზოგ შემთხვევაში აირბალიშის გარდა მისი მართვის განყოფილებაც შეიძლება შეიცვალოს. ფაქტია, რომ აირბალიშის გაშლისას მის მეხსიერებაში მონაცემები იწერება იმის შესახებ, რომ სისტემა უკვე მუშობდა. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ბალიშის გამოცვლა მთელი სისტემის ფუნქციონირებას არ აღადგენს. 
გარდა ამ ელემენტებისა საჭირო იქნება უსაფრთხოების ღვედის შეცვლა. ეს არის მოწყობილობა, რომელიც დარტყმის მომენტში მეტად იჭიმება მგზავრის ზედმეტი მოძრაობის თავიდან ასაცილებლად. 
რემონტის ბოლო ეტაპზე აირბალიშების საფარი უნდა შერემონტდეს. ახალი სათადარიგო ნაწილების დაყენებისას ისინი შედის კომპლექტში და ყველაფერი მხოლოდ ახალი ელემენტების დამონტაჟებით შემოიფარგლება.
თუმცა ბევრ თანამედროვე მანქანაში აირბალიშს ცალკე საფარი აქვს. ამ შემთხვევაში სპეციალისტი მხოლოდ წინა პანელის შეცვლას გირჩევთ. ამ ნაწილის ღირებულება როგოც წესი მაღალია. მისი აღდგენის ყველაზე გავრცელებული გზაა მგზავრის მხარეს დაფის დაფარვა ტყავით. მსგავსი ტიპის რემონტი შედარებით იაფია, თუმცა შედეგი ესთეტიურად მიმზიდველი არ არის. 

აირბალიშის საფარის შეკეთებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აღდგენილი ელემენტი მის თავისუფალ გაშლას ხელს არ უშლის. მისი შეკეთების ფასი დამოკიდებულია ავტომობილში არსებული უსაფრთოების ბალიშების რაოდენობაზე. 

სისტემის აღდგენისას მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების დაცვა. ამ დროს მნიშვნელოვანია დაელოდოთ 5-10 წუთის განმავლობაში, რათა აირბალიშის მართვის განყოფილებაში ჩაშენებული ავტონომიური ენერგიის წყარო განიტვირთოს. შედეგად თავიდან აიცილებთ სისტემის შემთხვევით ამოქმედებას რემონტის პროცესში. 
ახალი აირბალიში ყოველთვის უნდა დაიჭიროთ თქვენსკენ მიმართული კორპუსით. მისი თვითნებური ამოქმედების რისკი მცირეა, მაგრამ სიფრთხილის ზომები ზედმეტი არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ აირბაგის ამოქმედების სიჩქარე დაახლოებით 300 კმ/სთ-ია. 
ბევრი ავტომფლობელი უარს ამბობს უსაფრთხოების ბალიშის შეკეთებაზე და მხოლოდ საფარის რემონტით შემოიფარგლება. ამ დროს ინსტრუმენტთა პანელზე გაუმართაობის მანიშნებელი შუქი ამოღებულია, ან უბრალოდ ,,ყალბი“ ნაწილი არის დამონტაჟებული. აქედან გამომდინარე, თქვენი უსაფრთხოებით გარისკვა ნამდვილად არ ღირს. უმჯობესია უსაფრთხოების ბალიშების აღდგენა პროფესიონალებს ანდოთ. 

უსაფრთხოების ღვედის შეკეთება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მძღოლების უმეტესობა საქარე მინიდან არის გადავარდნილი. ზუსტად იმიტომ, რომ ღვედი არ ეკეთათ. ღვედს, როგორც დაცვის საშუალებას ვინც უგულებელყოფს მათში სიკვდილიანობის რიცხვი გაცილებით მაღალია. 
დარტყმის მომენტში, როდესაც მანქანა უეცრად ჩერდება, ადამიანის სხეული ინერციით წინსვლას აგრძელებს. თუმცა ღვედის გამო ადამიანი იწევს სავარძლის უკანა მხარეს. ამგვარად ტანის დახრილობა მინიმუმამდეა დაყვანილი და აირბალიშის გაშლისას ადამიანის თავი დაცულია. დარტყმა არ ხდება საჭეზე ან დაფაზე, შესაბამისად, დაბალია სერიოზული ტრავმის რისკი. 
ღვედის შეკეთება ავარიის შემდგომ აუცილებელია. ასევე მისი დაზიანება შეიძლება გამოჩნდეს სხვადასხვა ფორმით: 
  • საკეტის სისტემის, ან რომელიმე ელემენტის ბუნებრივი ცვეთა;
  • ღვედის გაკეთებისას ზედმეტი ხმაური;
  • ღვედის გაჭედვა მისი დამაგრებისას;
თუ ღვედი დაზანებულია უმჯობესია სრულიად ახლით შეცვალოთ, ან აღადგინოთ ის (შეცვალოთ მისი ყველა დაზიანებული ელემენტი). სერვისი მოიცავს:
  • ღვედის სკიბის გამოცვლას;
  • ფირის შეცვლას;
  • ღვედის ბალთის შეკეთებას;
  • ორმაგი ღვედის რემონტს;
  • დამჭერების გაძლიერებას და აღდგენას;
  • ღვედის ბორბლის შეკეთებას;
შესაძლოა პანელზე შეცდომები არსებობდეს, თუმცა სისტემა გამორთული იყოს. ზოგიერთ მანქანაში ის ითიშება პირველი შემთხვევის შემდეგ, ზოგში- მესამე. ნებისმიერ შემთხვევაში მართვა სარისკოა. დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენი მანქანის უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა. 


სად დავიქირავოთ სანდო სპეციალისტი უსაფრთხოების სისტემების აღსადგენად?

ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებისადმი დილეტანტური მიდგომა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამ მიმართულებით პროფესიონალი სპეციალისტის დაქირავება აუცილებელია, რათა ავტომობილი საავარიო სიტუაციისას დაცული იყოს. რემონტის პროცესში გამოიყენება შესაბამისი სადიანოსტიკო აღჭურვილობა და სპეციალური ხელსაწყოები. დიაგნოსტიკის ეტაპზე დგინდება დაზიანების ხარისხი, შეკეთების ალტერნატივები და ამის შემდგომ დაანგარიშდება სამუშაოს ღირებულება. 

Servisebi.ge-ზე სანდო  უსაფრთხოების ბალიშის და ღვედის აღდგენის სპეციალისტის დაქირავებას რამოდენიმე წუთი სჭირდება. პლატფორმაზე ქვეყნის საუკეთესო ოსტატების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი. მომხმარებელთა შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ  მექანიკოსს რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიქირავებთ. ამასთან, პლატფორმაზე არ მოქმედებს ფიქსირებული ფასებიც. სპეციალისტის დასაქირავებლად გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია და შეათანხმეთ მომსახურების პირობები. ოსტატის გამოძახებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში თბილისში, ბათუმში და ქუთაისში შეძლებთ. 

აირბაგის აღდგენა თბილისში,

აირბაგის აღდგენა ბათუმში,

აირბაგის აღდგენა ქუთაისში,

უსაფრთხოების ბალიშების აღდგენა

უსაფრთხოების ბალიშების აღდგენა პოპულარული სერვისია და ის ძირითადად აირბალიშის ამოქმედების შემდგომ არის საჭირო. სერიოზული, მძლავრი ზემოქმედების დროს სენსორები აქტივატორებს შესაბამის სიგნალს უგზავნიან. როდესაც აირბალიში ამოქმედდება, ის მყისიერად ხსნის საფარის ქვეშ ჩამალულ გასაბერ ჩანთებს და იცავს ავტომობილში მყოფ ადამიანებს. რამოდენიმე წამის შემდგომ გაზი მთლიანად აორთქლდება. ის ადამიანისთვის უსაფრთხოა და მისი გავლენით დახრჩობა, ან მოწამვლა შეუძლებელია.
ამოქმედების შემდგომ აირბალიშები დაუყოვნებლივ იხსნება, რათა ხელი არ შეუშალოს დაზიანებული ავტომობილის ევაკუაციას. ეს არის მექანიზმის მთავარი მინუსი - ის იცავს მხოლოდ პირველი დარტყმისგან, ხოლო რთული ავარიის დროს შესაძლოა ზედიზედ რამოდენიმე შეჯახება მოხდეს. თავად აირბალიში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ის იმალება პანელებში და მაშინაც კი როცა პლასტმასი იშლება, ის არ ქმნის პატარა მკვეთრ ფრაგმენტებს. ეს არის მანქანის უსაფრთხოების სერტიფიკატის აღების წინაპირობა. თუმცა, ბალიშმა, რომელიც მოულოდნელად იხსნება შესაძლოა სხეულზე სისხლჩაქცევა დატოვოს. ეს უფრო მცირედია იმასთან შედარებით რა დაზიანებაც შესაძლოა ძლიერი ავარიის დროს მიიღოთ.

აირბაგების ჩასმა და უსაფრთხოების ღვედების აღდგენა მოთხოვნადი სერვისია, რომელიც მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ანდოთ. ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნის საუკეთესო ოსტატების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი, ამიტომ სპეციალისტის შერჩევა არ გაგიჭირდებათ.

აირბაგების აღდგენა ფასი - აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. მომსახურების ღირებულება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება.
უსაფრთხოების ბალიშების დაყენება ავტომობილზე შრომატევადი და კომპლექსური პროცესია. სპეციალისტის შერჩევისას გაეცანით რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს და თქვენთვის სასურველი მექანიკოსი ამის შემდგომ დაიქირავეთ.
სულ 2 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq