მანქანის გადაცემათა კოლოფის ხელოსანი

გადაცემათა კოლოფის შეკეთება საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილი კარობკის ხელოსანი დაიქირავოთ. თუ გადაცემათა კოლოფი ავტომატურია და ელექტრონულ საკონტროლო მოწყობილობას მოიცავს, ამოცანა კიდევ უფრო რთულდება. აღსანიშნავია, რომ ავტომატიკის შემთხვევაში მძღოლისთვის ავტომობილის მართვა გაცილებით უფრო მოსახერხებელია. მიუხედავად ამისა, სარემონტო მდგომარეობას არ უნდა დაელოდოთ და ტექნიკურ სამსახურს გეგმიურად უნდა მიმართოთ, რათა გადაცემათა კოლოფის შეცვლა არ მოგიხდეთ. 
არსებობს რამოდენიმე ძირითადი წესი, რომელიც გადაცემათა კოლოფის რემონტს  გადაგივადებთ:
  • მოერიდეთ მკვეთრ დამუხრუჭებას;
  • რეგულარულად შეცვალეთ ზეთი და გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი;
  • გაათბეთ ძრავა სამუშაო ტემპერატურამდე;
  • დააკვირდით იმ სიმპტომებს, რომელიც მიუთითეს, რომ გადაცემათა კოლოფი გაუმართავია და ზეთის გამოცვლა აუცილებელია:
  • უცნაური ბიძგები გადაადგილებისას;
  • ტრანსმისიის ზეთის გუბეები მანქანის ქვეშ;
  • გადაცემათა კოლოფის მოძრაობა და ხმაური; 
ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რის საშუალებითაც პრობლემის დროულად აღმოფხვრას შეძლებთ. კარობკის ოსტატი გამოძახებით ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ მოიძიოთ. ყველაზე გამოცდილი სპეციალისტების ერთიანი ბაზიდან ის მექანიკოსი შეარჩიეთ, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ.

ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ მომსახურების ღირებულება შეგიძლიათ სატელეფონო კონსულტაციისას შეათანხმოთ. მერსედესის, აუდის, BMW კარობკის ხელოსანი რამოდენიმე წუთში, თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე, შეგიძლიათ გამოიძახოთ. 
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

მანქანის გადაცემათა კოლოფის ხელოსანი

დღესდღეობით, მანქანის გადაცემათა კოლოფის ხელოსანი ძალიან მოთხოვნადი სპეციალისტია. გადაცემათა კოლოფის შეკეთება ხშირად გაცილებით უფრო გონივრულია, ვიდრე მისი მთლიანად შეცვლა. კაროპკის ხელოსანი კომპიუტერული დიაგნოსტიკის საფუძველზე ადგენს ნაწილების მდგომარეობას (ცვეთას), ტრანსმისიის სითხის სიბლანტეს და ელექტრონიკის მუშაობის მახასიათებლებს. ამის შემდგომ დგინდება დაზიანების ხარისხი, სახესხვაობა და შეკეთების საერთო ღირებულება. 

ტრანსმისიის დროული მოვლა ავტომწარმოებლის დადგენილი სტანდარტებისა და მანქანის მდგომარეობის გათვალისწინებით რემონტს გულისხმობს. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ავტომობილის მწარმოებელი უთითებს როდის უნდა შეიცვალოს ზეთი. ყველა დეტალის რესურსი წინასწარ გათვლილია ნებისმიერი პოპულარული მოდელის შემთხვევაში.
შესაბამისად, servisebi.ge-ზე მერსედესის გადაცემათა კოლოფის ხელოსანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტია. 
კარობკის სოლენოიდი ასი ათას გარბენზე უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ სიჩქარეებში გადართვა საგრძნობი არ გახდეს. ამასთან, ავტომობილი ზეთის ნაკლებობას არ აჩვენებს ელექტრონულად, ამიტომ ნახევარ წელიწადში ერთხელ მისი შემოწმებაა რეკომენდებული. 

მაღალ ტემპერატურაზე ავტომობილის გადაცემათა კოლოფში ზეთის წვა არ ხდება. ასეთ შემთხვევაში ტრანსმისიის ზეთი ნორმის ფარგლებშია. თუ ყუთი შემოწმებულია და ტრანსმისიის ზეთი ახალივით გამოიყურება, მისი შეცვლის აუცილებლობისგან დაზღვეული მაინც არ ხართ. ყურადღება მიაქციეთ გარბენს, რადგან გარკვეული დროის შემდგომ გადაცემათა კოლოფის დეტალები არ იზეთება. 

თუ რობოტი გადაცემათა კოლოფის ხელოსანი გჭირდებათ, ჩვენს პლატფორმაზე ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებს იპოვით. მომხმარებელთა კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ პლატფორმაზე ჯეტას კარობკის ხელოსანი დაიქირავოთ და სასურველ ლოკაციაზე გამოიძახოთ. მომსახურების ღირებულება სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზეა დამოკიდებული.

მომხმარებლის შეფასებები

გადაცემათა კოლოფის ხელოსანი სურათი
გადაცემათა კოლოფის ხელოსანი
ლაშა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-03-05 00:00:01

ძალიან კარგი ხელოსანია იდეალურად შეასრულა თავისი საქმე.

გადაცემათა კოლოფის ყველაზე გავრცელებული პრობლემები


გადაცემათა კოლოფი მანქანის ერთ-ერთი მთავარი ერთეულია. მექანიკასთან შედარებით, ავტომატური გადაცემათა კოლოფი ბევრად რთული მექანიზმია. ნებისმიერი ტიპის ტრანსმისია უზარმაზარ დატვირთვას იღებს, თუმცა მისი რესურსი ამოუწურავი არ არის.  ეს იმ სიტუაციათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ავტომობილის მფლობელის მიზეზით შეიძლება წარმოიშვას. ყველამ ვინც ერთხელ მაინც შეაკეთა გადაცემათა კოლოფი, იცის თუ რა ხარჯებთან არის ეს სერვისი დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ტრანსმისიის დროული მონიტორინგი და სიმპტომის გამოჩენისთანავე მექანიკოსის ჩარევა აუცილებელია. 

 
რა ტიპის გაუმართაობები შეიძლება წარმოიშვას გადაცემათა კოლოფში?

მექანიკური გაუმართაობა მანქანაში, ელექტრონიკის ხარვეზებისგან განსხვავებით, გარე ხმებისა და ვიბრაციის თანხლებით ჩნდება. გადაცემათა კოლოფში არსებულ გაუმართაობას თან ისეთი სიგნალები ახლავს, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია. ამ დროს კოლოფიდან უცნაური გუგუნი და ზუზუნი ისმის, სიჩქარის გადართვისას იგრძნობა რყევები. ასეთი მანქანის ტარება სახიფათოა, ამასთან, თუ მსგავსი პრობლემით ავტომობილი ავტომაგისტრალზე გაგიფუჭდათ, კოლოფის მოხსნა და შეკეთება გაცილებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ. 
არსებობს 6 ძირითადი ნიშანი იმისა, რომ ავტომობილის გადაცემათა კოლოფი შესაკეთებელია. გადაცემათა ბერკეტი ავტომობილის გადაცემათა კოლოფის ელემენტია, რომელიც სიჩქარის გადასართავად გამოიყენება. დროთა განმავლობაში ბერკეტს შესაძლოა გაუჩნდეს ხარვეზები და მოძრაობა დაიწყოს. ასევე შესაძლებელია არ დაიძრას მაშინ, როდესაც გადაბმულობის პედლებს აჭერთ გაჩერების შემდგომ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გადამცემი სითხის დაბალი დონე, ან არასწორი სიბლანტე. ასევე მნიშვნელოვანია დარეგულირდეს გადართვის კაბელები, ან გადაცემათა კოლოფის კავშირები.  გადაცემის სითხე (ზეთი) ავტომატური ტრანსმისიის მუშაობის აუცილებელი ელემენტია. ის აკონტროლებს ტემპერატურას, ახდენს ნაწილების შეზეთვას და არეგულირებს მექანიზმის მუშაობას. თუ ავტომობილის მართვისას წვის სუნს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ გადაცემათა კოლოფი გადახურებულია. გადაცემათა კოლოფის ზეთი მართვის სისტემების მუშაობას არეგულირებს. მისი შეცვლა ყოველ 80, ან 100 ათას კილომეტრზეა აუცილებელი. გარკვეული კატეგორიის მანქანების ტრანსმისიას ცალკე მინი რადიატორი (ზეთის გამაგრილებელი) ეხმარება, რომელიც არა მხოლოდ სითხეს, არამედ თავად გადაცემათა კოლოფსაც აგრილებს. 
თუ მანქანის ტარებისას წვის სუნს გრძნობთ, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ზეთის დაბალი დონე, ცუდი ხარისხი, ან ფილტრაციის დაბინძურებული სისტემა. ხშირად ავტომატური ტრანსმისიის ზეთის შეცვლა ეფექტური პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც გადაცემათა კოლოფის უამრავ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. მნიშვნელოვანია ზეთის ფერის, მისი კონსისტენციის და დაბინძურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.  შესაძლოა მანქანა არ მოძრაობდეს, თუმცა გადაცემათა კოლოფიდან ისმოდეს გაურკვეველი ხმაური. სავარაუდოა, რომ ამ პრობლემასაც გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლამ უშველოს. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ აპრობირებული პროდუქცია და არ ჩაასხათ მისი ანალოგები მექანიზმში. თუ ზეთის შეცვლის შემდგომ ხმაურის დონე არ იკლებს, ეს მიუთითებს ნაწილების მექანიკურ ცვეთაზე. ბრუნვის გადამყვანი ავტომატური ტრანსმისიის საფუძველია. ეს ნაწილი სიჩქარის გადაცემაზეა პასუხისმგებელი და უზრუნველყოფს მის გადართვას. გადამყვანის გაუმართაობაზე მიუთითებს სიჩქარის გადართვისას წარმოშობილი პრობლემები. ამ ნაწილის შეკეთება შესაძლებელია. სარემონტო ცენტრში შესაძლებელია მისი გახსნა, შიგნიდან გარეცხვა და ხელახლა შედუღება. სერვისი არ არის იაფი, თუმცა ნაწილის შეცვლასთან შედარებით ბევრად გონივრულია.   ჰიდრობლოკი ავტომატური ტრანსმისიის სრულფასოვანი სხეულია, რომელიც ხელს უწყობს გადამცემი სითხის მიმოქცევას. ფირფიტა ხშირად იშლება, რაც ავარიის მიზეზი შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილის გაუმართაობის უგულებელყოფა დაუშვებელია.  ელექტრონული კონტროლის განყოფილება ავტომატური გადაცემათა კოლოფის ელექტრო ნაწილების მუშაობას არეგულირებს. მისი გაუმართაობა შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით. ამ სისტემის მუშაობა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით შეფერხდეს: ნებისმიერი სახის გაუმართაობის შემთხვევაში რეკომენდებულია საბუქსირე გადამზიდის გამოძახება და სარემონტო ცენტრში ავტომობილის დროული გადაყვანა. საკონტროლო განყოფილების შეკეთების სირთულე ავარიის ტიპზეა დამოკიდებული. ხანდახან კაბელების გამოცვლა საკმარისია, ზოგჯერ კი მიკროსქემების შედუღებაც გიწევთ. მოწყობილობის შეკეთება სპეციალური აღჭურვილობის და გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. 


დაუკავშირდით გადაცემათ კოლოფის Top სპეციალისებს  servisebi.ge-ის საშუალებით

გადაცემათა კოლოფის პრობლემები ნებისმიერი ავტომობილის მფლობელისთვის ერთხელ მაინც დგება. ამ პროცესში გამოცდილი მექანიკოსის ჩართულობა აუცილებელია, ამიტომ servisebi.ge-ზე შეიქმნა ბაზა, სადაც კვალიფიციურ ოსტატს რამოდენიმე წუთში იპოვით. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს და სასურველ ხელოსანს მომსახურების პირობების შესახებ ინდივიდუალურად შეუთანხმდეთ. უარყოფითი შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ სანდო სპეციალისტის შერჩევას დამოუკიდებლად, ახლობლების დახმარების გარეშე, შეძლებთ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები