​ავტობუსის ქირაობა

ათზე მეტი მგზავრის გადასაყვანად ერთჯერადი, ან სისტემური დანიშნულებით, ავტობუსის ქირაობა მიღებული პრაქტიკაა. ძირითადად ორი ტიპის ავტობუსები არსებობს: სამგზავრო და სპეციალური. მეორე კატეგორია შექმნილია პირველის საფუძველზე, რომელზეც ტრანსპორტირების სპეციფიკის შესაბამისი ელემენტებია დამატებული. მაგალითად, მინი ავტობუსის დაქირავება მიზანშეწონილია მოკლევადიანი მოგზაურობისთვის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადასაყვანად.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ის მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება სტანდარტული ავტობუსისგან (პლატფორმის სიმაღლე, განათების სისტემები). 
მგზავრების გადაყვანა საპასუხისმგებლო საკითხია, რაც უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასთან ერთად, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნასაც გულისხმობს. სამგზავრო ავტობუსების ძირითადი ტიპისთვის განსხვავებული ზომისა და მართვის მახასიათებლების ტრანსპორტი იქმნება, შესაბამისად, ურბანული და საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის სხვადასხვა სახის მოდელებია განკუთვნილი.

თუ ავტობუსის დაქირავება დაუყოვნებლივ გჭირდებათ თბილისში, ბათუმში, ან საქართველოს რომელიმე ტურისტულ ზონაში, servisebi.ge-ზე წარმოდგენილ განცხადებებს უნდა გაეცნოთ. ავტობუსის ქირაობის ფასი კერძო პირების შემთხვევაში ინდივიდუალურად დაანგარიშდება რაც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული მოდელი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით დაიქირავოთ.  ქობულეთში, ზუგდიდში, გუდაურში და სხვა გამორჩეულ ლოკაციებზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების ნაკადის გადასაადგილებლად ავტობუსი ქირით ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. სანამ კერძო ავტობუსს იქირავებთ ყურადღებით გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, შესაბამისად, სანდო პარტნიორს ყველაზე იაფად, რამოდენიმე წუთში, იპოვით. 
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

პრო პრემიუმ კლასის ავტობუსი
პრემიუმ კლასის ავტობუსი

მოგემსახურებით 55-ადგილიან ახალ ჩამოყვანილ პრემიუმ კლასის სკანიას ფირმის ავტობუსით, ნებისმიერი მიმართულებით. პროფესიონალი მძღოლით.

ავტობუსი ავტობუსის მომსახურება მძღოლით ავტობუსების გაქირავება ავტობუსის ქირაობა ექსკურსიისთვის ორსართულიანი ავტობუსის ქირაობა ავტობუსები დღიურად ტურისტული ავტობუსი ქუთაისის აეროპორტი ავტობუსი თბილისი ბათუმი ავტობუსი თბილისი მოსკოვი ავტობუსი თბილისი ბაქო ავტობუსი თბილისი ქუთაისი ავტობუსი თბილისი ზუგდიდი ავტობუსი თბილისი კაბადოკია ავტობუსი თბილისი ერევანი ავტობუსი თბილისი სატამბოლო ავტობუსი თბილისი იზმირი ავტობუსი
ტელეფონი 595 60 ** **
პრო ავტობუსით მომსახურეობა
ავტობუსით მომსახურეობა

გთავაზობთ 55 ადგილიან კომფორტულ ავტობუსს, ახლადჩამოყვანილს ეპანეთიდან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მძღოლებით. მანქანა არის გამართული და აღჭურვილი ყველა საჭირო დეტალით, მიკროფონი, 2 მაცივარი, 2 მონიტორი, გამართული კონდიციონერი. მოგემსახურებით ტურებზე და ექსკურსიებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. გვაქვს ევროპაში გასვლის უფლებაც! მოვემსახურებით კომპანიებს და ფიზიკურ პირებს. Wi-Fi - ულიმიტო.

video icon ვიდეო
ავტობუსი ავტობუსის მომსახურება მძღოლით ავტობუსების გაქირავება ავტობუსის ქირაობა ექსკურსიისთვის 50 კაციანი ავტობუსი ავტობუსები დღიურად ტურისტული ავტობუსი თბილისი ბათუმი ავტობუსი თბილისი ქუთაისი ავტობუსი
ტელეფონი 577 64 ** **

ქირავდება ავტობუსი

გეგმავთ ჯგუფურ მოგზაურობას ან ექსკურიას და გჭირდებათ საიმედო ტრანსპორტი? არ ეძებოთ შორს! ჩვენს პლატფორმაზე  ქირავდება ავტობუსი ნებისმიერი საჭიროებისათვის.  ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ზომის კომფორტული ავტობუსი პროფესიონალ მძღოლთან ერთად.    
ჩვენს პლატფორმაზე ქირავდება ავტობუსი იმ დამატებითი ფუნქციებით, რომლებიც საჭიროა თქვენი კომფორტული და სასიამოვნო მოგზაურობისათვის.  იქნება ეს:  კონდიციონერი, ერგონომიული სავარძლები, სველი წერტილები, Wi-Fi,  გასართობი სისტემები თუ სხვა.
განსაზღვრეთ თქვენი მარშრუტი, მგზავრთა რაოდენობა,  საჭიროებები და   შეარჩიეთ ავტობუსი SERVISEBI.GE-ზე ყველაზე მარტივად.  ჩვენს პლატფორმაზე ქირავდება ავტობუსი სხვადასხვა გამქირავებლებისა და მძღოლების მიერ, რომლებიც გვთავაზობენ კეთილმოწყობილ ავტობუსებს ყველასათვის კომფორტული ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
ქირავდება 60 ადგილიანი ავტობუსი
ქირავდება 60 ადგილიანი ავტობუსი

ქირავდება კომფორტული, მოწესრიგებული ავტობუსი სხვადასხვა ღონისძიებისათვის. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ავტობუსი ავტობუსის მომსახურება მძღოლით ავტობუსების გაქირავება ორსართულიანი ავტობუსის ქირაობა ავტობუსები დღიურად ტურისტული ავტობუსი ქუთაისის აეროპორტი ავტობუსი თბილისი ბათუმი ავტობუსი თბილისი მოსკოვი ავტობუსი თბილისი ქუთაისი ავტობუსი თბილისი ზუგდიდი ავტობუსი თბილისი კაბადოკია ავტობუსი თბილისი ერევანი ავტობუსი თბილისი სატამბოლო ავტობუსი თბილისი იზმირი ავტობუსი ქუთაისი სტამბული ავტობუსი
ქირავდება ავტობუსი
ქირავდება ავტობუსი

გთავაზობთ მერსედესის მარკის 55 ადგილიან ავტობუსს, გამართულია და აღჭურვილია ყველა იმ დეტალით მოწყობილობით, რაც აუცილებელია ტურის ჩასატარებლად. -მიკროფონი -მაცივარი -ულიმიტო Wifi

ავტობუსი ავტობუსის მომსახურება მძღოლით ავტობუსების გაქირავება ავტობუსის ქირაობა ექსკურსიისთვის ავტობუსები დღიურად ტურისტული ავტობუსი თბილისი ბათუმი ავტობუსი თბილისი მოსკოვი ავტობუსი თბილისი ბაქო ავტობუსი თბილისი ქუთაისი ავტობუსი თბილისი ზუგდიდი ავტობუსი თბილისი კაბადოკია ავტობუსი თბილისი ერევანი ავტობუსი თბილისი სატამბოლო ავტობუსი თბილისი იზმირი ავტობუსი

მომხმარებლის შეფასებები

ავტობუსით მომსახურება, ქირავდება ავტობუსები სურათი
ავტობუსით მომსახურება, ქირავდება ავტობუსები
მარია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-05-18 13:02:24

ყველაზე უპასუხისმგებლო მძღოლი, არ გირჩევთ არავის. ექსკურსია დაგეგმილი გვქონდა და ჩვეულებრივ გადაგვაგდო გაგვაგებინა ისეთ დროს რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო სხვა ტრანსფორტის მოძებნა. არადამაჯერებელი არგუმენტებით და მიზეზებით იმართლა თავი და მას შემდეგ ზარებს არ პასუხობს. არაპროფესიანალი ადამიანია და არ გქონდეთ მისი იმედი.

როგორ შევარჩიოთ ავტობუსი დასაქირავებლად?


სხვადასხვა დღესასწაულისა და კორპორატიული ღონისძიების მოწყობა, ან მისი სტუმრობა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მოგზაურობებში, ექვსკურსიებსა, თუ სხვა დაუგეგმავი შეხვედრების ორგანიზებისთვის დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება აუცილებელია, რათა ნაკლები დანახარჯებით ბევრი ადამიანის კომფორტული გადაადგილება უზრუნველყოთ. 
სანამ ავტობუსის დაქირავებას გადაწყვეტთ, ყურადღება გაამახვილეთ მგზავრთა რაოდენობაზე. ერთი მხრივ თქვენ მათთვის კომფორტული პირობების შექმნა მოგიწევთ, ხოლო მეორე მხრივ ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები საგზაო მომსახურების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. 

 
რა მიზნით შეიძლება დაგჭირდეთ ავტობუსის დაქირავება?
 
ავტობუსი მოთხოვნადი ტრანსპორტია, რომელიც როგორც ერთჯერადად, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება დაგჭირდეთ. ერთჯერადი შემთხვევები მოიცავს საოჯახო მოგზაურობებს, ქორწილებს, დაბადების დღის წვეულებას, კორპორატიულ ღონისძიებებს, ბიზნეს პარტნიორების, დელეგაციების ტრანსფერს აეროპორტში და სხვა. ავტობუსებს ქირაობენ კომპანიები თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გადასაყვანად, სკოლის მოსწავლეების გადაადგილების მიზნით, ტურისტული კომპანიების ვიზიტორთა ექვსკურსიებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ავტობუსი ქირავდება, რომლებიც როგორც აღჭურვილობით, ასევე მოცულობითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. 
 
როგორი ტიპის ავტობუსები არსებობს?
 
ტრანსპორტის სახეობიდან გამომდინარე გამოყოფენ ქალაქისთვის განკუთვნილ ავტობუსებს, რომლებიც ქალაქის გზებზე სამოძრაოდაა შექმნილი. ძირითადი მოთხოვნები მსგავსი მოდელების მიმართ არის დიდი ტევადობა და გაჩერებებზე მგზავრთა სწრაფი მოძრაობის შესაძლებლობა. საქალაქო ავტობუსებს აქვს დაბალი სართული, დიდი სათავსო, ფართო გასასვლელი და რამოდენიმე დიდი ზომის კარი. კარგი ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ვენტილაცია და გათბობის სისტემა ასეთი მოდელით მგზავრობის დროს კომფორტულ პირობებს ქმნის. 
საქალაქთაშორისო ავტობუსი გათვლილია დასახლებებს შორის მოგზაურობისთვის. ურბანული ვარიანტებისგან განსხვავებით, მსგავს მოდელებში ნაკლები ადგილია ფეხზე მდგომი მგზავრებისთვის და მანქანა უფრო მაღალ სიჩქარეს ავითარებს. ავტობუსის კლასიფიკაცია ხდება სიმძლავრის მიხედვით, სპეცდანიშნულების, ზომისა და სართულების მიხედვით. 

 
ავტობუსის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები
 
შორ მანძილზე სამოგზაუროდ ოპტიმალური გამოსავალია ავტობუსის დაქირავება, რომელიც საკმარისი დასასხდომი ადგილებითაა აღჭურვილი და მისი შესაძლებლობები მსგავს ვოიაჟზეა გათვლილი. ავტობუსის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ძირითად კრიტერიუმებზე:
სატრანსპორტო სიმძლავრე - მგზავრთა განსხვავებული ოდენობისთვის სხვადასხვა ტიპის ავტობუსის დაქირავებაა რეკომენდებული. ყველაზე პატარა ავტობუსის მოდელია მინივენი, ხოლო ყველაზე დიდი 49, ან მეტ მგზავრზე გათვლილი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც საერთაშორისო მგზავრობისთვისაც აქტიურად გამოიყენება.
კომფორტის კლასი - თანამედროვე მეიჯარეები ავტობუსის მოდელებს სხვადასხვა დონის კომფორტით გთავაზობენ. ერგონომიული ავტობუსები აღჭურვილია რეგულირებადი სავარძლებით, დასაკეცი მაგიდებით, ფეხის საყრდენებით, კლიმატკონტროლის სისტემებით, ინდივიდუალური კონდიცირებით და განათებით. პრესტიჟული VIP კლასის მოდელებში შედის პერსონალური აუდიო სისტემები, პლაზმური მონიტორები, პანორამული ფანჯრები, მაცივარი, მინი-ტუალეტი და  უფასო Wi-Fi. თანამედროვე ავტობუსები აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, რაც მგზავრობის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს, ხოლო მანძილს შეუმჩნეველს ხდის. 
საბარგულის ტევადობა და ხელმისაწვდომობა - თუ ავტობუსის დაქირავების მიზანია შორ მანძილზე გამგზავრება, ფართო საბარგულის მქონე მანქანა უნდა შეარჩიოთ, რათა ამ მხრივ შეზღუდვებმა მგზავრთა უკმაყოფილება და სალონში ზედმეტი გადატვირთულობა არ გამოიწვიოს. 
უსაფრთხოება - ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების გადასაყვანად. სავარძლები ღვედით აღჭურვილი, თავად ავტომობილი კი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. 
სისუფთავე - მნიშვნელოვანია, რომ დაქირავებული მანქანის ინტერიერი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, სავარძლები გამართული მექანიზმით, რათა მგზავრობისას დისკომფორტი გამორიცხოთ. 
საკუთრების ფორმა - ორგანიზაციასთან თანამშრომლობისას ის იღებს სრულ პასუხისმგებლობას ტრანსპორტის გამართულობაზე და საჭიროების შემთხვევაში მის ჩანაცვლებაზეც ზრუნავს. თანამედროვე კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება ონლაინ რეჟიმში ხდება და პროცედურულ დონეზე ეს ყველაფერი გამარტივებულია. 

ავტობუსის დაქირავებისას, შერჩეული ტრანსპორტი, დანიშნულ დღეს, ლოდინის გარეშე მოგემსახურებათ. ბაზარზე ქირავნობის ფასები ხელმისაწვდომია და ის ძირითადად დამოკიდებულია ავტობუსის ზომაზე, ბრენდზე და მოხმარებული საწვავის რაოდენობაზე. მომსახურების მოხერხებულობა, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების სიმარტივე და მოქნილი გადახდის პირობები ავტობუსის დაქირავებისას გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. 
ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს კომპანიის პასუხისმგებლობა. ავარიის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია იმავე კლასის ტრანსპორტი მოგაწოდოთ. ტრანსპორტის შერჩევისას მოერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. კონსულტაცია რამოდენიმე მომწოდებელთან გაიარეთ და საბოლოო არჩევანი ამის შემდგომ გააკეთეთ.
 
სად დავიქირავოთ ავტობუსი საქართველოში?
 
გაქირავების სერვისის მომწოდებელთა არჩევისას დაათვალიერეთ შემოთავაზებული ავტობუსების ფოტოები და ყურადღებით გაეცანით აღწერილობას. ასევე შეგიძლიათ კომპანიის კონსულტაციის სერვისითაც ისარგებლოთ, რომლის დროსაც მას მიაწვდით ინფორმაციას მოგზაურობის მიზნის, ბიუჯეტის და მგზავრთა ოდენობის შესახებ. ამ მონაცემებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებთ ინდივიდუალური პირობებით და გამოთვლით მომსახურების საფასურს. ავტობუსის დაქირავებისას საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიასთან/კერძო პირთან თანამშრომლობა არ ღირს, ამიტომ ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი მიმოხილვები სერიოზული პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ. დარწმუნდით, რომ სერვისის მომწოდებელი ფლობს საჭირო ნებართვებსა და ლიცენზიას. ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან მასზე მგზავრთა უსაფრთხოებაა დამოკიდებული. Servisebi.ge -ზე შეარჩიეთ ისეთი განმცხადებელი, რომელიც ფლობს გამართულ სატრანსპორტო საშუალებას (გავლილი აქვს ტექდათვალიერება). ასევე მნიშვნელოვანია მძღოლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ჩვენს ვებგვერდზე არსებულ განცხადებებში ისეთი მოდელი შეარჩიეთ, რომელიც დაგეგმილი მგზავრობისას ოპტიმალურად მოერგება თქვენს მოთხოვნებს, ხოლო სერვისის მომწოდებელი თანამშრომლობის პროცესს გაგიმარტივებთ. 

მსგავსი ძიებები

hash
ავტობუსი 15 განცხადება
arrow right
hash
ავტობუსის მომსახურება მძღოლით 17 განცხადება
arrow right
hash
ავტობუსების გაქირავება 17 განცხადება
arrow right
hash
ავტობუსის ქირაობა ექსკურსიისთვის 15 განცხადება
arrow right
hash
ორსართულიანი ავტობუსის ქირაობა 5 განცხადება
arrow right
hash
50 კაციანი ავტობუსი 9 განცხადება
arrow right
hash
30 კაციანი ავტობუსი 2 განცხადება
arrow right
hash
მინი ავტობუსების ქირაობა 2 განცხადება
arrow right
hash
ავტობუსები დღიურად 15 განცხადება
arrow right
hash
ტურისტული ავტობუსი 16 განცხადება
arrow right
hash
ქუთაისის აეროპორტი ავტობუსი 3 განცხადება
arrow right
hash
თბილისი ბათუმი ავტობუსი 6 განცხადება
arrow right
hash
თბილისი მოსკოვი ავტობუსი 4 განცხადება
arrow right
hash
თბილისი ბაქო ავტობუსი 3 განცხადება
arrow right
hash
თბილისი ქუთაისი ავტობუსი 5 განცხადება
arrow right
hash
თბილისი ზუგდიდი ავტობუსი 4 განცხადება
arrow right
hash
თბილისი კაბადოკია ავტობუსი 4 განცხადება
arrow right
hash
თბილისი ერევანი ავტობუსი 4 განცხადება
arrow right
hash
თბილისი სატამბოლო ავტობუსი 4 განცხადება
arrow right
hash
თბილისი იზმირი ავტობუსი 4 განცხადება
arrow right
hash
ქუთაისი სტამბული ავტობუსი 2 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

სად შემიძლია მოვძებნო ავტობუსის მომსახურება?

თუ ავტობუსის ქირაობა გსურთ შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ ჩვენს ვებგვერდზე servisebi.ge.  საიტზე ნახავთ მრავალფეროვან შეთავაზებებს და შეძლებთ დაუკავშირდეთ პირდაპირ მის ავტორს.

როგორ ვიქირაო ავტობუსი ექსკურსიისთვის?

ვებგვერდზე ავტობუსების მრავალფეროვანი შეთავაზებებია, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მოიცავს ექსკურსიებსაც. გაეცანით შეთავაზებებს და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მის ავტორს მობილურ ნომერზე.

როგორ მოვძებნო ავტობუსი დამატებითი სერვისებით?

ჩვენს ვებგევრდზე ქირავდება ავტობუსი სხვადასხვა დამატებითი სერვისებით. მომსახურებისა და ავტობუსის შესახებ ინფორმაციას განცხადების აღწერაშივე ნახავთ, თუ კონკრეტულად რომელიმე მახასიათებელს ეძებთ, ან ინფორმაცია ვერ ნახეთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მძღოლს მარტივად, განცხადებაში დაფიქსირებულ ნომერზე.

რა ჯდება ავტობუსის ქირაობა?

ავტობუსის დაქირავების ფასები ინდივიდუალურად განსხვავდება გამქირავებლის, ავტობუსის, მარშრუტის და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. კონკრეტული მგზავრობის საფასურის დასადგენად გაესაუბრეთ შერჩეული ავტობუსის მძღოლს.

რა ტერიტორიაზე გადაადგილდება ავტობუსი?

ავტობუსის სამოძრაო არეალი სრულიად საქართველოს მოიცავს,  თუმცა ზოგიერთ შეთავაზებაში ნახავთ სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობასაც.  იქნება ეს თურქეთი, სომხეთი რუსეთი და სხვა.