სავალი ნაწილის ხელოსანი

არათანაბარ ზედაპირებზე და მკაცრ კლიმატურ პირობებში მოძრაობისას, ავტომობილები დიდ ზეგავლენას განიცდიან. აქედან გამომდინარე, სავალი ნაწილის ხელოსანი-ხადავიკი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტია. შასის რეგულარული მოვლის გარეშე შესაძლოა ისეთ პრობლემებს შეეჯახოთ, როგორიცაა:
  • კაკუნი სუსპენზიაზე;
  • სალონში საგრძნობი ვიბრაცია;
  • გართულებული მართვა;
ამ პრობლემების (და არა მარტო) არსებობა კვალიფიციური მექანიკოსის ჩარევას მოითხოვს, რომელიც ავტომობილის სავალი ნაწილების მდგომარეობას აფასებს. ხელოსანი ადგენს არის თუ არა გაცვეთილი ელემენტების შეცვლის აუცილებლობა. ამ პროცესში თქვენ თავს იზღვევთ და ადგენთ სავალი ნაწილების უსაფრთხოების დონეს, ამასთან პრევენციული შემოწმებით მომავალ სარემონტო ხარჯებს ანახევრებთ. 
   
სავალი ნაწილების შეკეთება რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად სპეციალისტი მანქანის შასის (ჩარჩოს) ზოგად მდგომარეობას ამოწმებს. შასი ავტომობილის იმ ელემენტთა ნაკრებია, რომელიც უშუალოდ გზასთან კონტაქტს აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, სწორი დიაგნოსტიკა უსაფრთხო გადაადგილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აგრეთვე მექანიკოსი ვიზუალურად ათვალიერებს ელემენტებს და ამის შემდგომ ადგენს საჭიროა თუ არა ავტომატიზებული კვლევა. ავტომობილის ცალკეული ელემენტები რამოდენიმე ეტაპად მოწმდება და ხელოსანი ადგენს საჭიროა, თუ არა სავალი ნაწილების შეცვლა. ბოლო ეტაპზე ხადავიკი ადგენს ელემენტების მდგომარეობას და დეტალურ ანალიზს ატარებს.

თუ ხადავოის შეკეთება გადაწყვიტეთ და გამოცდილ სპეციალისტს ეძებთ, ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით. შეგიძლიათ სავალი ნაწილის ხელოსანი სასურველ მისამართზე გამოიძახოთ. ამასთან, ფიქსირებული ფასებით არ ისარგებლებთ და ნებისმიერი მომსახურების ღირებულება ინდივიდუალური სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე დაგიანგარიშდებათ.
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

სამუხრუჭე სითხის (ჟიტკოსტი) შეცვლა გნახლება სრულად
სამუხრუჭე სითხის (ჟიტკოსტი) შეცვლა გნახლება სრულად

სრუალდ ვცვლით, ვანახლებთ და ვაჰაერებთ სამუხრუჭე სითხეს სპეციალური აპარატით. ასევე შეგიმოწმებთ სითხის ხარიხს და ვარგისიანობას. ნებისმიერი მარკის და წლოვანების ავტომობილს ჭირდება სამუხრუჭე სითხე, სამუხრუჭე სითხეს დროტა განმავლობასი ჭირდება გამოსვლა რათა ავტომობლმა მყისიერად მოახდინოს დამუხრუჭება. ხშირად არაქცევენ მძროლები ამას ყურადღებას ნაკლებად იმფორმირებულობის გამო რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. სამუხრუჭე სისტემის გამართულობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის !

სამუხრუჭე სითხის შეცვლა ამორტიზატორების აღდგენა თბილისში

დაკიდების სისტემის ხელოსანი

დაკიდების სისტემის ხელოსანი, შასის მდგომარეობის დასადგენად, დიაგნოსტიკას პერიოდულად ატარებს. უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილებისას ავტომობილის ზამბარები (ელასტიური ლითონის ნაწილები და პნევმატური/ჰიდროპნევმატური რეზინი) დატვირთვას მთელ კორპუსზე ანაწილებენ. ეს უკანასკნელი ელასტიური ნაწილებისგან გადაცემულ ვიბრაციას შთანთქავს. ხადავოი-სავალი ნაწილი დარტყმის ენერგიას ელასტიური ნაწილების მოძრაობაში გადააქცევს. ეს ხდება იმ პროცესში, როცა მანქანის ბორბლები გზის სხვადასხვა დაზიანებებს ხვდება. მანქანის ძარაზე მოქმედი დარტყმის ძალა გამართული სისტემის მეშვეობით შერბილებულია და ავტომობილი შეუფერხებლად მუშაობას განაგრძობს.

ხადავოის გაკეთება გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. დაკიდების სისტემის დიაგნოსტიკა მოიცავს:
  • ამორტიზატორის შემოწმებას;
  • საბურავის ხუნდის ბუდის დიაგნოსტიკას;
  • მორგვის შეცვლას;
  • ზამბარის და ამორტიზატორის საყრდენის შემოწმებას;
გამოცდილი მექანიკოსის დაქირავება პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან შეიქმნა ერთინი ბაზა, სადაც ქვეყნის ტოპ სპეციალისტები არიან რეგისტრირებულნი. საჭირო ოსტატის შესარჩევად უნდა გაეცნოთ განცხადებებს, შეამოწმოთ რეიტინგი და თქვენი პრიორიტეტების გათვალისწინებით მექანიკოსი დაუყოვნებლივ გამოიძახოთ. 

მანქანის პერედოკის დიაგნოსტიკა წელიწადში ორჯერ უნდა განხორციელდეს. სავალი ნაწილების შემოწმება აუცილებელია თუ შეიმჩნევა:
  • მომატებული ხმაური სავალი ნაწილებიდან;
  • საბურავების არათანაბარი ცვეთა;
  • მანქანის რწევა მართვის დროს;
  • საჭის ვიბრაცია;
მანქანის პერედოკი მოითხოვს ოსტატის მეთვალყურეობას, რათა სხვადასხვა სირთულის გზებზე გადაადგილებისას უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. 

მომხმარებლის შეფასებები

სავალი ნაწილების ხელოსანი სურათი
სავალი ნაწილების ხელოსანი
ლევანი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-02-07 19:27:48

საუკეთესო მომსახურება, საუკეთესო სერვისი, საუკეთესო ხალხი.

 "ხადავოის" შეკეთება სურათი
"ხადავოის" შეკეთება
ნიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-09-23 19:11:55

სავალ ნაწილებზე მივიყვანე მანქანა შეამოწმა ნაწილების ყიდვაშიც დამეხმარა და შემიცვალა, ასევე რამოდენიმე მცირე პრობლემაზეც დამეხმარა რაც სავალ ნაწილებს არ ეხებოდა მაგრამ იდეალურად გააკეთა ყველაფერი ორ საათში დაასრულა და ჩამაბარა მანქანა ხარისხი ძაან კარგია კმაყოფილი ვარ! ფასიც მისაღები იყო რაზვალის გასწორება მჭირდებოდა სერვისის შემდეგ და მაგაზეც დამაკვალიანა მოკლედ რომ ვთქვა ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული მომსახურებით და 100% ვუწევ რეკომენდაციას.

სავალი ნაწილების ხელოსანი სურათი
სავალი ნაწილების ხელოსანი
შოთა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-02-17 11:03:49

ბატონ ნოდარს დიდი ხანია ვიცნობ. ის თავისი საქმის ოსტატია

ავტომობილის სავალ ნაწილთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები


ავტომობილის შასის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს ბორბლები და ძარასთან დაკავშირებული საკიდარი. ავტომობილის კორპუსზე და მასში მყოფ მგზავრებზე ზემოქმედების შესამცირებლად შასში არის ელასტიური ელემენტები, როგორიცაა საბურავები, ზამბარები და ა.შ. მოძრაობის დროს რხევების შესამცირებლად გამოიყენება ამორტიზატორები. ერთი სიტყვით შასი შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილმა გზებზე უსაფრთხოდ, კონტროლისა და კომფორტის შესაბამისი დონით იმოძრაოს. 

მანქანის სავალი ნაწილის დაზიანება გზის უხარისხობამ, ან დაუცველმა მართვამ შეიძლება გამოიწვიოს. გაუმართაობა შესაძლოა გამოჩნდეს ნაწილების ცვეთის, მოულოდნელი ავარიის ან შეჯახების შედეგად. თუ ამჩნევთ, რომ: ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე დროა შასის მდგომარეობა გამოცდილ მექანიკოსს შეამოწმებინოთ. რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, მით უფრო შეამცირებთ უბედური შემთხვევის ან ავტომობილის სერიოზული დაზიანების რისკს. დაიწყეთ უმარტივესი ნაბიჯით და დარწმუნდით, რომ თითოეული ღერძის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ერთი და იგივე საბურავია, ასევე შეამოწმეთ საბურავის წნევაც. 

 
როგორ ამოვიცნოთ შასთან დაკავშირებული პრობლემები?
 
მანქანის სავალ ნაწილთან დაკავშირებული რამოდენიმე სიმპტომი შასის გაუმართაობაზე მიგანიშნებთ. ყურადღებით გაეცანით თითოეულ მათგანს, რათა მექანიკოსის მომსახურება დროულად მიიღოთ: თუ მანქანა მოძრაობს მარცხნივ ან მარჯვნივ დარწმუნდით, რომ საბურავებში წნევა თანაბარია, ამის შემდგომ დაარეგულირეთ ბორბლების განლაგების კუთხეები. თუ ამ მიმართულებით ყველაფერი რიგზეა, მაშინ შესაძლოა დარღვეული იყოს წინა და უკანა ღერძების პარალელურობა, ზამბარების სიმტკიცე, ასევე დაწყებული იყოს საკიდარის და საბურავების ცვეთა და სხვა.  ამ პრობლემის ძირითადი  მიზეზი შეიძლება გახდეს დაზიანებული ზამბარა ან ამორტიზატორი. ასევე მსგავსი სიმპტომი ჩნდება მაშინ, თუ ზამბარებს აქვთ არასაკმარისი ელასტიურობა. მაღალი სიჩქარით მართვისას შესაძლოა მოხდეს ავტომობილის გზიდან გადახვევა და სხვა.  საბურავების შემოწმება ხშირად მარტივად ავლენს შასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დიაგნოსტირება აუცილებელია მოძრაობის დაწყების და მისი დასრულების შემდგომ. ნებისმიერი დაზიანებისას შესაძლოა იგრძნობოდეს ვიბრაციები და ხმაური ცუდ გზებზე მართვისას. ასევე მანქანის ცხვირის წინ გადახრა დამუხრუჭების დროს. 
სავალ ნაწილთან დაკავშირებულ პრობლემებს მიეკუთვნება: მსგავსი პრობლემები შესაძლოა მართვის უხეშმა სტილმაც გამოიწვიოს (მაგ. მაღალი სიჩქარით შესვლა მოსახვევებში). ეს ნიშნავს მკვეთრ ვერტიკალურ ზემოქმედებას საკიდარზე იმ მომენტში, როცა მისი ელასტიური ელემენტები შეკუმშულია. ზამბარები ვერ შთანთქავენ დარტყმას, რის შედეგადაც საკიდარი შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს. ასეთ პრობლემას საკმაოდ დიდი ხმაურის დონე ახასიათებს. ამასთან, შესაძლოა ზამბარა ან ამორტიზატორი გატყდეს, საბურავები დაზიანდეს და დისკები დეფორმირდეს.
ავარიის შემდეგ შესაძლოა ავტომობილი ისევ მოძრაობდეს მაგრამ სავალი ნაწილის გამართვის გარეშე მისი ტარება სახიფათო და არაკომფორტული იქნება. ასეთი ფაქტის არსებობისას უმჯობესია სავალი ნაწილის ხელოსანი დროულად გამოიძახოთ. 
 
სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა- რას მოიცავს ის?
 
სავალ ნაწილთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება მისი ელემენტების საფუძვლიანი დიაგნოსტიკით არის შესაძლებელი. ამისთვის აუცილებელია მიმართოთ გამოცდილ მექანიკოსს, რათა თვითნებურად შასი არ დააზიანოთ. 

ავტომობილის წინა საკიდარი პირველია, რომელიც არახელსაყრელი გზის პირობებში პირველ დარტყმებს შთანთქავს. აქედან გამომდინარე, მისი შემოწმება პირველ ეტაპზე აუცილებელია. ამის შემდგომ, შეამოწმეთ ამორტიზატორები. თუ შენიშნავთ ზეთის საფარს ეს შეშფოთების მიზეზს არ გაძლევთ, თუმცა თუ სახეზეა ზეთის ლაქები, მაშინ ამორტიზატორი გაუმართავია ან მალე გამოვა მწყობრიდან. 
დიაგნოსტიკის პროცესში შეამოწმეთ ზამბარები (შესაძლო ნაპრალები და ბზარები). საჭის დატრიალებისას თუ გესმით ხმაური მაშინ ბორბლის საკისარი შესაცვლელია. თუ ხმაური არ ისმის, მაშინ ხელით შეეხეთ ზამბარას. თუ ვიბრაციის არსებობას იგრძნობთ ბორბლის ტრიალისას, მაშინ საკისარს ხარვეზები აქვს და გამართულად ვეღარ იმუშავებს. დიაგნოსტიკის პროცესში უნდა შემოწმდეს დაკიდების ელემენტების დამაგრება და საჭიროების შემთხვევაში ჭანჭიკები ძლიერად უნდა მოარგოთ. 

 
რატომ უნდა მიმართოთ სავალი ნაწილის ხელოსანს დროულად?
 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ავტომობილი იყიდება, გზების მდგომარეობა და აგრესიული მართვის სტილი მოსალოდნელ ეფექტს არ გაძლევთ. შესაბამისად, შასთან დაკავშირებული პრობლემები არცთუ ისე იშვიათია. სიტუაციას ართულებს ავტომექანიკოსების დაბალი კვალიფიკაცია, რაც ავტომობილის გადაადგილებაზე უარყოფითად აისახება.
თუ ავტომობილის სავალ ნაწილთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდება გსურთ პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მართვის სტილს და მოერიდეთ დაზიანებულ გზებზე გადაადგილებას. ამასთან, გეგმიური ტექნიკური მომსახურების მიღება აუცილებელია და სანდო სპეციალისტის პოვნა servisebi.ge-ის საშუალებით გამარტივებულია. პლატფორმაზე ქვეყნის წამყვანი მექანიკოსების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი, სადაც გამოცდილ ოსტატს რამოდენიმე წუთში შეარჩევთ და სასურველ მისამართზე გამოიძახებთ.

 
გავრცელებული ტერმინები და მათი განმარტებები
 
ხადავიკი - სავალი ნაწილის ხელოსანი
ხადავოი - სავალი ნაწილი
გაშლიფოვკება - მოხეხვა
აპორნები - სამუხრუჭე დისკები
პადუშკები - ჰაერის ბალიშები
ჟიტკოსტი -სამუხრუჭე სითხე

მსგავსი ძიებები

hash
სავალი ნაწილების შეცვლა 1 განცხადება
arrow right
hash
სავალი ნაწილების გაჩარხვა 1 განცხადება
arrow right
hash
სავალი ნაწიების შედუღება 0 განცხადება
arrow right
hash
სამუხრუჭე სითხის შეცვლა 1 განცხადება
arrow right
hash
ამორტიზატორის აღდგენა 0 განცხადება
arrow right
hash
სამუხრუჭე დისკის გაშლიფოვკება 0 განცხადება
arrow right
hash
ყუმბარის აღდგენა 0 განცხადება
arrow right
hash
სავალი ნაწილის შემოწმება 0 განცხადება
arrow right
hash
სავალი ნაწილების აღდგენა 1 განცხადება
arrow right
hash
სამუხრუჭე სისტემის შეკეთება 0 განცხადება
arrow right
hash
ამორტიზატორების აღდგენა ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ამორტიზატორების აღდგენა თბილისში 1 განცხადება
arrow right
hash
ამორტიზატორების აღდგენა ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ამორტიზატორების აღდგენა რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
ავტომობილის ხიდის შეკეთება 0 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

პერედოკი რას ნიშნავს?

პერედოკი იგივეა, რაც მანქანის სავალი ნაწილები. მასში შედის საბურავები, სამუხრუჭე ხუნდები, დაკიდების სისტემა და სხვა.

რა შემთხვევაში არის აუცილებელი სავალი ნაწილების შეცვლა?

სავალი ნაწილები უნდა შეიცვალოს არათანაბარი/სწრაფი ცვეთის, მანქანის მართვისას წარმოქმნილი დამუხრუჭების პრობლემების, საჭის ვიბრაციის, მომატებული ხმაურის და სხვა არაერთი გაუმართაობის დროს.

რა ღირს სავალი ნაწილების შეკეთება?

სავალი ნაწილების შეკეთების ფასი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ამიტომ უმჯობესია სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ.

როგორ გავარკვიოთ, რომ სავალი ნაწილების შეკეთების დროა?

რამდენიმე გაუმართაობა მიგვანიშნებს, რომ სავალი ნაწილების ეფექტურობა შემცირებულია: ცუდ გზებზე საჭის ვიბრაცია; საბურავების სწრაფი ცვეთა; დამუხრუჭებისას მანქანის წინა ნაწილის გადახრა და რწევა მართვის დროს;