შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში
თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან
არსებობს სხვადასხვა ტიპის ფილები, როგორიცაა: ნესტგამძლე, ხმაგაუმტარი, ჰიგიენური, ცეცხლგამძლე და სხვ. თითოეული მათგანი გამოიყენება კონკრეტული დანიშნულებით.
ფილების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ სივრცის მოთხოვნები და დანიშნულება. საუკეთესო არჩევანია, შერჩევის ეტაპზე კონსულტაციისთვის დავეკონტაქტოთ არმსტრონგის ჭერის ხელოსანს, ვინც დაგაკვალიანებთ და მოგცემთ პროფესიონალურ რჩევებს მასალის შერჩევისას.
ამსტრონგის ჭერი პოპულარულია რამდენიმე მიზეზის გამო: სწრაფი მონტაჟი, ხელმისაწვდომი ფასი, ესთეტიკური ინტერიერი და ხანგრძლივი მოხმარების ვადა.
ერთ-ერთი მინუსი ისაა რომ ფილა თხელია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორც მონტაჟის ასევე ექსპლუატაციის დროს.
სიმყარით არ გამოირჩევა და ამიტომ ვერ უძლებს ძალისმიერ ზემოქმედებას, შესაძლოა დაზიანდეს მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
არ არის რეკომედნირებული დაბალჭერიანი სივრცეებისთვის, რადგან მონტაჟის შემდგომ ჭერის სიმაღლე 5-8 სმ-ით იკლებს ხოლმე.