ხის ჭერის გაკვრა

​მართალია, ხის ჭერის გაკვრა სხვა ტიპის ჭერთან შედარებით, როგორიცაა გასაჭიმი ჭერი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, პლასტიკატის ჭერი ბიუჯეტური არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე და მომხმარებელთა დიდი ნაწილი ირჩევს ძირითადად საცხოვრებელი სივრცეების ჭერისა და კედლების მოსაპირკეთებლად. ამ ტიპის ჭერს ქალაქის ბინაში ნაკლებად იყენებენ, უფრო ხშირად გხვდება კერძო სახლებში, აგარაკებსა და მსგავს სივრცეებში. ხის პანელებით გაკეთებული ჭერი გამოიყურება ძალიან ელეგანტურად და ეფექტურად, მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს გარშემომყოფებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დიზაინის სტილში. ხის შეკიდული ჭერის გაკეთება აუცილებლად უნდა მოხდეს პროფესიონალი და გამოცდილი ხელოსნის მიერ, თუ სწორად დამონტაჟდება და შესაბამისად მოვუვლით, მრავალი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ გაუძლებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას.
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

ხის შეკიდული ჭერის გაკეთება

ხის შეკიდული ჭერის გაკეთება არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ესთეტიკური ვარიანტი სივრცის დასამშვენებლად. ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ შენობებში.
მასალა ხშირად გვაძლევს საშუალებას მივცეთ ხის პანელებს სასურველი დიზაინი და ფორმა, რაც საბოლოოდ საკმაოდ მრავალფეროვანი, ელეგანტური და მდიდრული დიზაინის გადაწყვეტებს გვთავაზობს.
ხის აბშივკა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, დაწყებული ხის მასალის შერჩევიდან და დამთავრებული საბოლოო დამუშავებით. 
 პროცესი მოითხოვს სიზუსტესა და ყურადღებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ხის ჭერის მაღალი ხარისხი და ესთეტიკური მიმზიდველობა, შესაბამისად საქმე უნდა ანდოთ გამოცდილ და კვალიფიციურ ხელოსანს.

მათ პოვნას ჩვენი ციფრული პლტაფორმა გაგიმარტივებთ.
Servisebi.ge-ზე, საძიებო ველში ჩაწერეთ კონკერტული სერვისის დასახელება, მაგალითად: აბშივკა, ამოგიგდებთ განცხადებებს, შეარჩიეთ სასურველი და დაუკავშირდით ავტორს განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

როგორ შევარჩიოთ ხის ჭერის მასალა?

ხის ჭერის მასალის სწორი არჩევა დაგეხმარებათ ერთდროულად მიიღოთ სასურველი ვიზუალური შედეგი, გამძლეობა და პრაქტიკულობა.
შერჩევისას გაითვალისწინეთ: თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ფერი, ტექსტურა და თვისებები, ასევე განსხვავებულია ფასთა დიაპაზონიც.
ისეთი ჯიშები, რაც იშვიათია - შედარებით ძვირი ღირს.
ამ შემთხვევაში ღირებულება ნამდვილად განსაზღვრავს ხარიხს და შეგიძლიათ შერჩევისას ფასით იხელმძღვანელოთ.
გასათვალისწინებელია დამუშავების ტექნიკაც, უმეტესად თანამედროვე მწარმოებლები გალაქვისას იყენებენ ისეთ საღებავებს, რაც უზრუნველყოფს მასალის ესთეტიურ მხარეს და ხანგრძლივი მოხმარების ვადასაც.
აკუსტიკური პანელები

პერფორირებული ხის აკუსტიკური პანელები საკმაოდ მრავალფეროვანია ფერის, ტექსტურისა და ფუნქციის თვალსაზრისით, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ როგორც აკუსტიკური, ასევე დეკორაციული მოთხოვნები სივრცეში. ეს პანელები მარტივად მონტაჟდება ,მათი მოვლა და დასუფთავებაც საკმაოდ ადვილია შეიძლება დამონტაჟდეს კედლებზე, ჭერზე და იატაკზეც კი.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ტრენდები ჭერის დიზაინში - ხის ჭერი და ამსტრონგის ჭერი
ტრენდები ჭერის დიზაინში - ხის ჭერი და ამსტრონგის ჭერი
ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ყოველწლიურად იცვლება, თუმცა არსებობს გაკვეული ტრენდები, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ხ...
ყველას ნახვა