ზეთის შეცვლა

ავტომობილის მფლობელთათვის ზეთის შეცვლა მანქანის მოვლის აუცილებელი ნაწილია. დღესდღეობით, ბაზარი საავტომობილო ზეთების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს, რადგან ძრავის ეფექტური მუშაობისა და ცვეთის თავიდან ასარიდებლად ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება ძირითადი წინაპირობაა.

 ძრავის ზეთის შერჩევისას გასათვალისწინებელია SAE სპეციფიკაცია, რომელიც საავტომობილო ძრავის ზეთის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და ის  პროდუქციის სიბლანტეს არეგულირებს. SAE  ხარისხის მახასიათებლების მიხედვით კონკრეტული ბრენდის მანქანებისთვის კლასიფიკაციას არ ახდენს. მაგალითად, SAE 10W-40 აღნიშვნა გვაძლევს ინფორმაციას სიბლანტის კლასის შესახებ (10W- ძრავის ზეთის ზამთარში გამოყენებაზე მიუთითებს, ხოლო „40“ ე.წ. ზაფხულის კლასია, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად შეუძლია ზეთს ეფექტურობის შენარჩუნება მაღალი ტემპერატურის პირობებში).

სეზონურობაზე გათვლილ პროდუქციაში მხოლოდ ერთი პარამეტრია მითითებული, ხოლო ერთდროულად ორი კლასის აღნიშვნა გიჩვენებთ, რომ ძრავის ზეთის გამოყენება წლის ნებისმიერ პერიოდში რეკომენდებულია. ძრავის ზეთის სიბლანტის კლასის არჩევისას მიჰყევით მწარმოებლის რეკომენდაციებს. ე.წ. ზამთრის სიბლანტის კლასის არჩევისას იხელმძღვანელეთ თქვენი რეგიონის საშუალო ტემპერატურით ცივ სეზონზე. 

ავტომობილის ძრავის ზეთის შერჩევა/შეცვლა გამოცდილ მექანიკოსს უნდა ანდოთ. ჩვენი პლატფორმა სპეციალისტის შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ. წარმოდგენილი ბაზიდან შეარჩიეთ ისეთი ოსტატი, რომელსაც მაღალი რეიტინგი, მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურება და თქვენთვის ოპტიმალური პირობები გამოარჩევს. საავტომობილო ძრავის მოვლა servisebi.ge-თან ერთად მარტივი და მოსახერხებელი პროცესია. ამასთან, ზეთის შეცვლა საბურთალოზე და დედაქალაქის ნებისმიერ უბანში შეგიძლიათ.
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

ავტომობილის ზეთის შეცვლა
ავტომობილის ზეთის შეცვლა

"ოსკა მოტორსი" გთავაზობთ ავტოსერვისს, სადაც მოგემსახურებათ პროფესიონალთა ჯგუფი. - სავალი ნაწილების შეკეთება - ზეთის შეცვლა - ზეთის ფილტრის შეცვლა - საწვავის ფილტრის შეცვლა - ჰაერის/სალონის ფილტრის შეცვლა - ანტიფრიზის შეცვლა - ხიდის ზეთის შეცვლა - ჰიდრავლიკური სისტემის ზეთის შეცვლა - დიაგნოსტიკა - ძრავის დიაგნოსტიკა - სავალი ნაწილების შემოწმება/შეკეთება - სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა - ელექტროობის დიაგნოსტიკა - საჭის მართვის სისტემის დიაგნოსტიკა - გეგმიური სერვისი - კონდიციონერის დატუმბვა (ფრეონის დამატება) - გალოვკის შლიფოვკა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ძრავის ზეთის შეცვლა ფასი რულავოის ზეთის შეცვლა მანქანის ზეთის შეცვლა

ზეთის გამოცვლა

ძრავის ზეთის გამოცვლა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, რაც თქვენი ავტომობილისთვის სწორი პროდუქციის შერჩევის და მისი გამართული მუშაობის წინაპირობაა. თუ მანქანაში ზეთის შეცვლა გადაწყვიტეთ გაითვალისწინეთ, რომ ძრავის ამუშავების ყოველ ჯერზე ზეთის ტუმბოს გარკვეული დრო სჭირდება შეზეთვის პროცესის დასაწყებად. ამ დროს ძრავა ე.წ. ,,შიმშილის“ რეჟიმში მუშაობს, ნაწილების ხახუნი და ცვეთა იზრდება, შესაბამისად, რაც უფრო მეტად შეძლებს ძრავის ზეთი დაბალ ტემპერატურაზე მუშაობას, მით უფრო სწრაფად გადაიტუმბება საპოხ სისტემაში და ძრავის ნაწილებს უკეთ დაიცავს. ამ მხრივ 0W კლასის ძრავის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება ზაფხულის კლასს ევროპელი ავტომწარმოებლები „40“ კლასის ზეთების გამოყენებას გვირჩევენ, რადგან თანამედროვე შიდა წვის ძრავები მაღალი თერმული სტრესით და  ძრავის სხვადასხვა ზონაში (დგუშის რგოლები, ამწე ლილვის საკისრები და ა.შ.) ათვლის სიჩქარით ხასიათდება. გაითვალისწინეთ, რომ მინერალური საავტომობილო ზეთებისთვის სიბლანტის ინდექსის მნიშვნელობა 160-ს არ აღემატება ( ხოლო სინთეზურისთვის 170 და მეტი). 

გამოცდილი მექანიკოსის დაქირავება, დღესდღეობით, რამოდენიმე წუთს მოითხოვს. ჩვენს პლაფორმაზე ზეთის შეცვლის ფასი ფიქსირებული არ არის, ამიტომ მომსახურების პირობების შესათანხმებლად უმჯობესია ონლაინ კონსულტაცია გაიაროთ. ადგილმდებარეობის მიხედვით სერვისის მიწოდება არ იზღუდება, ამიტომ საქართველოს მასშტაბით, ძრავის ზეთის შეცვლას ნებისმიერ ლოკაციაზე შეძლებთ. მოთხოვნად სერვისებს შორისაა იაპონური მანქანის ზეთის შეცვლა, მერსედესის 3.0 ძრავის ზეთის შეცვლა, რომლითაც დაუყოვნებლივ, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ. 

მომხმარებლის შეფასებები

ნებისმიერ  ავტომობილზე ზეთის გამოცვლა  სურათი
ნებისმიერ ავტომობილზე ზეთის გამოცვლა
ჯემალი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2022-04-20 17:55:53

იდეალური მომსახურებაა და თან ძალიან იაფად ყველას გირჩევთ მიმართით

ზეთის შეცვლა ნებისმიერ ავტომობილზე სურათი
ზეთის შეცვლა ნებისმიერ ავტომობილზე
car
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-03-08 00:00:01

ძალიან კარგი პიროვნება შემხვდა ვინც ზეთის შეცვლაზე მომემსახურა, ხარისხიანი სერვისი, იმდენად კმაყოფილი ვარ მომსახურებით რომ ყველას ჩემს მეგობართან გავუწიე რეკომენდაცია.

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის ძრავის ზეთის შეცვლა?

ძრავის ზეთი ავტომობილის გამართულ და შეუფერხებელ მოძრაობას განაპირობებს. ავტომაგისტრალების მდგომარეობის გათვალისწინებით, ძრავის ზეთის გაჟონვის ალბათობა დიდია, ამიტომ მისი დროული შეცვლა ავტომობილის მფლობელთათვის აუცილებელი რუტინაა. საავტომობილო ზეთი დამცავ ფუნქციას ასრულებს და ის ხელს უწყობს ნაადრევი ცვეთის თავიდან აცილებას. ავტომობილის ზეთი ქმნის მოძრავი ნაწილების გარსს, რომლებიც მანქანის გადაადგილების პროცესში ერთმანეთს ეჯახება და სითბოს გამოყოფს. თუ ავტომობილის ნაწილები დიდი სიმძლავრით, დიდი ხნის განმავლობაში იხეხება, ძრავის სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს. 

ძრავის ზეთის ძირითადი ფუნქციები

ავტომობილის ძრავის ზეთის ძირითადი ფუნქციაა ხახუნის შემცირება. ზეთი ძრავის დეტალებისთვის დამცავ გარსს ქმნის, შესაბამისად, დაზიანებისგან და ცვეთისგან მათ დიდი ხნით იცავს. ამასთან,  ხახუნის დაძლევაზე დახარჯული ენერგიის დანაკარგი მცირდება. ასევე ზეთი აგრილებს ძრავში არსებულ ისეთ დეტალებს, რომლებიც ხახუნის შედეგად სითბოს გამოყოფენ. ძრავის ზეთი წვის შედეგად წარმოქმნილ მავნე ნივთიერებებს ანეიტრალებს და იცავს ძრავას კოროზიისგან. რაც მთავარია ის მუშაობის პროცესში გამწმენდის როლსაც ითავსებს (კონდესატი, საწვავის ნამწვი და ა.შ.). ძრავის ცილინდრებში საწვავის წვის შემდეგ რთულ ქიმიურ რეაქციას ვიღებთ, რომლის შედეგად წარმოქმნილ არასასურველ ნაწილაკებს და ქიმიურ დამაბინძურებლებს, სწორედ ძრავის ზეთი შთანთქავს. რა თქმა უნდა დაუშვებელია ყველა მინარევის ზეთში დაგროვება, ამიტომ ის მუდმივად მოძრაობს ზეთის ფილტრის მეშვეობით, რომელიც მავნე ნაწილაკებს აკავებს. დროთა განმავლობაში ზეთიც და ფილტრიც ბევრ დამაბინძურებელს აგროვებს, შედეგად კი ძრავის ზეთის ფიზიკური თვისებები უარესდება. 

როდის უნდა შემოწმდეს ძრავის ზეთი?

ძრავის ზეთი რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა საბოლოო ჯამში ავტომობილის რემონტის ხარჯები არ გაიზარდოს. არსებობს კონკრეტული ნიშნები, რაც გიჩვენებთ, რომ ძრავის ზეთის წნევის შემოწმება გარდაუვალია:  ზეთის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალი და მაღალი გარბენის მქონე ავტომობილებისთვის სწორი პროდუქციის შერჩევაზე, მაგალითად მაღალტექნოლოგიური ძრავებისთვის და მაღალი გამავლობის ჯიპებისთვის ზეთების განსხვავებული ასორტიმენტია განკუთვნილი. ძრავის ზეთის გამოყენებისას გასათვალისწინებელია რაოდენობაც. გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა შეაფერხოს კატალიზატორის მუშაობა და საწვავის ხარჯვა გაზარდოს. ძრავის ზეთის გათხელება/გასქელება მის სასიცოცხლო კომპონენტებს აზიანებს, ამიტომ პროფესიონალი ტექნიკოსების ჩართულობა ზეთის წნევის შემოწმებისას აუცილებელია. 


რატომ არის აუცილებელი ხარისხიანი ზეთის გამოყენება?

იმისთვის, რომ ავტომობილმა გამართული ფუნქციონირება არ შეწყვიტოს, საუკეთესო ძრავის ზეთი უნდა გამოიყენოთ. უხარისხო პროდუქცია ნალექს და ნამწვს აგროვებს, რაც ძრავის განადგურებას იწვევს. პრევენციული მიზნით საჭიროა ავტომწარმოებლის მიერ გათვალისწინებული ზეთის გამოყენება, სისტემის გაწმენდა, ხარისხიანი ფილტრის დაყენება და სხვა. ზეთის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, გაეცანით ზეთის სიბლანტეს და განსაზღვრეთ მისი მაჩვენებელი როგორც მაღალ, ასევე დაბალ ტემპერატურაზე. ამის მიხედვით შეარჩიეთ ნახევრად სინთეტიკური, სინთეტიკური ან მინერალური ზეთები. სინთეტიკური ზეთი ორგანული ნაერთების სინთეზით იქმნება. ნახევრად სინთეტიკური შეიცავს როგორც მინერალურ ბაზას, ასევე სინთეტიკურსაც 70/30-ზე თანაფარდობით. 
სრულად სინთეტიკური ზეთი - ყველაზე სტაბილური მახასიათებლებით და მაღალი სამომხმარებლო თვისებებით გამოირჩევა. ასეთი პროდუქციის ფასი ყველაზე მაღალია და მისი გამოყენება რეკომენდებულია თანამედროვე ძრავებისთვის, რომლებიც ქალაქის დატვირთულ რეჟიმში და რთულ ამინდობრივ პირობებში მუშაობენ. 
მინერალური ზეთი - ქმნის სტაბილურ ფენას, რომელიც კარგად უმკლავდება გაწმენდის პროცესს, ტემპერატურის კლებით კარგავს სიბლანტეს და უფრო ხშირ გამოცვლას საჭიროებს. ჩვეულებრივ, მსგავსი ზეთების გამოყენება მეორადი მანქანებისთვისაა რეკომენდებული, რომლებსაც არ აქვთ თანამედროვე დიზაინის ძრავა და შედარებით რბილ კლიმატში მუშაობაზე არიან გათვლილი. 
ნახევრად სინთეტიკური ზეთი - შუალედურ ვარიანტს გულისხმონს, თუმცა ზეთის საბოლოოდ შერჩევისთვის დამატებითი პარამეტრები უნდა იყოს გათვალისწინებული.
ავტომობილის ძრავის ქვეყანაში ზეთი დადგენილი წესით 80000-10000 კმ-ის გავლის შემდგომ უნდა შეიცვალოს. ძრავის ზეთის შეცვლის წესი ყველა კვალიფიციური მექანიკოსისთვის ნაცნობია და დიდ დროს არ მოითხოვს (სერვისის მიღებას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება). 

როგორ ავირჩიოთ ძრავის ზეთი კონკრეტული ავტომობილისთვის?

კონკრეტული ავტომობილისთვის ზეთის შესაძენად ავტომწარმოებლის ინსტრუქციით უნდა ისარგებლოთ. მიმართეთ მანქანის სერვისის გამოცდილ ოსტატს, რომელსაც მანქანის გარბენისა და ცვეთის გათვალისწინებით ზუსტი რეკომენდაციების გაცემა შეუძლია. დანამატების არსებობის შემთხვევაში პროდუქციის თვისებები ოპტიმალურად უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ზეთის სიბლანტეზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ძრავის ზეთის გადაჭარბებული გამოყენება საზიანოა, ამიტომ გასათვალისწინებელია მახასიათებლების აუცილებელი ბალანსი და ზეთის კომპონენტების სინერგია.  


შეცვალეთ ავტომობილის ძრავის ზეთი servisebi.ge-ის საშუალებით

საავტომობილო ბაზარზე, ძრავის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, ამიტომ servisebi.ge-ზე შეიქმნა პროფესიონალ მექანიკოსთა ერთიანი ბაზა, სადაც გამოცდილ სპეციალისტთან დასაკავშირებლად რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ. თუ მერსედეს 3.0 ძრავზე ზეთის გასინჯვა გჭირდებათ, ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით და თქვენზე მორგებული პირობებით მექანიკოსი ამის შემდგომ დაიქირავეთ. მომსახურების პირობები და საფასური, ინდივიდუალურად, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. რაც მთავარია, სპეციალისტის შერჩევისას რეალურ მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით იმოქმედებთ. 
 

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ზეთის შეცვლა?

Servisebi.ge-ზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. თქვენ მიერ შერჩეულ სპეციალისტთან კონსულტაციისას ინდივიდუალური პირობების შეთანხმებაზე შეზღუდვა არ არსებობს. მომსახურების საფასური სამუშაოს სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება, ასევე მნიშვნელოვანია რა ტიპის და წარმოების პროდუქტს შეარჩევთ თქვენი ავტომობილისთვის.

რა დროს არის ტრანსმისიის ზეთის შეცვლა საჭირო?

ტრანსმისიის ზეთის შეცვლა ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში საჭიროა 80000-100000 კილომეტრზე, მექანიკურ გადაცემათა კოლოფში ყოველ 50000 კილომეტრზე, ხოლო ვარიატორულში - 20000-30000 კილომეტრზე.

რამდენად ხშირად უნდა შევცვალოთ გადაცემათა კოლოფის (კარობკის) ზეთი?

ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის კარობკის ზეთი საშუალოდ ყოველწლიურად, ან ყოველ ორ წელიწადში უნდა შეიცვალოს. ასევე იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება ისეთი გაუმართაობები, როგორიცაა: უცნაური ბიძგები, კოლოფის მოძრაობა, ჩხრიალის ხმა ავტომობილის დაძვრისას, ზეთის გუბეები ავტომობილის ქვეშ და სხვა.