კატეგორიაში განთავსებულია განცხადებები იატაკის მოპირკეთების შესახებ: თუ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ ხის პარკეტი დააგოთ, გთავაზობთ ალტერნატივას - ლამინატს. ვებგვერდზე ნახავთ ლამინატის პროფესიონალ ხელოსნებს. წლების განმავლობაში პარკეტი ზოგჯერ იხეხება, ნაკაწრები უჩნდება, ფერს იცვლის. თუ გინდათ, რომ ახალი იერი შესძინოთ მის დაზიანებულ ზედაპირს, ციკლოვკა, მოხვეწა უნდა გაუკეთოთ. ამას თქვენ, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ, ამიტომ საჭიროა, პროფესიონალ ხელოსნებს მიმართოთ დასახმარებლად. სასურველი ტიპის იატაკის დაგებამდე მნიშვნელოვანია ზედაპირის მოჭიმვა, სტიაშკის მოსხმა. ამისთვის არსებობს ორი ძირითადი მეთოდი: სველი და ნახევრად მშრალი სტიაჟკა. დღეს ყველაზე პოპულარულია მეორე ვარიანტი. ნახევრად მშრალ სტიაშკას ასხამენ პომპის მეშვეობით. ესაა ქვიშა-ცემენტის ბეტონსაქაჩი ტუმბო. უფრო მეტის გასაგებად, გთხოვთ, დაუკავშირდით შემსრულებლებს.
იტვირთება...
შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში
თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან
თანამედროვე აპარატით სტიაშკის მოსხმისას ნაკლები წყალი გამოიყენება. ტექნოლოგიის დახმარებით ზედაპირი მალე შრება. თუ გინდათ, ოთახში ისეთი განსაკუთრებული გარემო შექმნათ, თითქოს სახლში კი არა, ბუნებაში იმყოფებით, 3D იატაკი უნდა დააგოთ. გვერდზე ნახავთ საუკეთესო ხელოსნებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იხილეთ მოცემული გვერდი და დაუკავშირდით მათ განცხადებებზე მითითებულ ნომრებზე. ნებისმიერი იატაკის დაგების ღირებულებას სამუშაოს სირთულე განსაზღვრავს. უფრო მეტი გასაგებად, გთხოვთ, გაესაუბრეთ პირადად შემსრულებლებს.
თავისი საქმის პროფესიონალი, სანდო, დაუზარელი,პუნქტუალური...უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან და უღრმესი მადლობა რამაზის..უფალმა ბედნიერებაში მოგახმაროს თითოეული თეთრი, რომელსაც ასეთი დაუზარელი, პატიოსანი შრომით შოულობ..მადლობა
ძალიან კმაყოფილი ვარ გაწეული მომსახურებით, ყველა ხარვეზი იდეალურად და პროფესიონალურად გამოასწორა ხელოსანმა და განაახლა პარკეტი,ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველას გირჩევთ, თავდაუზოგავად და დაუზარელად იმუშავა.მადლობა.