შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში
თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან
ავეჯის გადაზიდვა ძირითადად მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მოცულობის შეფასებას, ფასის დადგენას, ავეჯის დაშლას, შეფუთვას, დატვირთვა-გადატანას, გადმოტვირთვას, აწყობასა და დანიშნულების ადგილზე, დამკვეთის მითითებებისამებრ ავეჯის სივრცეებში გადანაწილებას.
თუმცა სერვისით სარგებლობამდე გირჩევთ გაესაუბროთ კონკრეტულ გადამზიდ კომპანიასა ან კერძო პირს, რათა დააზუსტოთ შედის თუ რა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მათ მომსახურებაში.
სატელეფონო გასაუბრებისას სასურველია დაუზუსტოთ ინფორმაცია გადასაზიდი ავეჯის შესახებ: რა ტიპის ავეჯია, მასალა და სხვა დეტალები.
დაუზუსტეთ ასევე გადაზიდვის მანძილი - საიდან სად გადაგაქვთ, რათა განისაზღვროს სამუშაოს შესრულების დრო და დაზუსტდეს საბოლოო ფასი.
გადამზიდი ტრანსპორტის ტიპი განისაზღვრება ავეჯის მოცულობისა და ზომების გათვალისწინებით. შესაძლოა თქვენ თავად ვერ განსაზღვროთ თუ რითი სჯობს ავეჯისა თუ ტვირთის გადატანა, დაუკავშირდით პროფესიონალს და მიაწოდეთ ინფორმაცია თუ რა ტიპისა და რა მოცულობის ავეჯის გადატანა გსურთ, ის კი ზუსტად შეგირჩევთ საჭირო ტრანსპორტს.
Servisebi.ge-ზე განთავსებულია ავეჯის გადამზიდი კომპანიებისა და ფიზიკური პირების 100-ზე მეტი განცხადება. გადახედეთ ვებგვერდს და დაუკავშირდით შერჩეულ პირს მობილურის ნომერზე.
გადაზიდვის პროცესს ახლავს გამოწვევები, რაც მოითხოვს სპეციალურ მიდგომასა და გამოცდილებას, ამ ყოველივეს კი კვალიფიციური გადამზიდი კომპანიები და პირები მარტივად უმკლავდებიან.
თუ გსურთ პროცესი იყოს ნაკლებად სტრესული, დაზოგოთ დრო და ენერგია, შეამცრიოთ ავეჯის დაზიანების რისკი, შეარჩიოთ სწორად გადამზიდი ტრანსპორტი და მიიღოთ პროფესიონალური მომსახურება გონივრულ ფასებში, ჩვენი პლატფორმიდან შეარჩიეთ სერვისის მომწოდებელი პირი ან ორგანიზაცია და გადაზიდეთ ავეჯი