მანქანის გასაღების დამზადება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მანქანის გასაღები დაკარგეთ, ან ის მოიპარეს, აუცილებლად დაგჭირდებათ მანქანის გასაღების დამზადება. გარდა ამისა, ნებისმიერი გასაღები დროთა განმავლობაში იშლება. ამასთან, გასაღების მუშაობა დამოკიდებულია შეკეთების ხარისხზე, საკეტსა და მანქანის სხვა ელემენტების უსაფრთხოებაზე. 
ნებისმიერი ტიპის მოდელისთვის გასაღებებთან დაკავშირებული სერვისი მოიცავს:
  • მანქანის გასაღების გამოცვლას;
  • ფურგონის გასაღების გამოცვლას;
  • შეკეთებას, პროგრამირებას;
  • ჭუჭყისგან საფუძვლიან გაწმენდას;
  • მანქანის გასაღების კორპუსის შეცვლას;
  • ელემენტის გამოცვლას;
უამრავი ავტომობილი, დღესდღეობით, გასაღებების საშუალებით კონტროლდება. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ელექტრონული მოწყობილობის შენელებული და დროთა განმავლობაში გაუმართავი მუშაობა. ამ შემთხვევაში საკმარისია მიმართოთ სპეციალიზებულ ოსტატს/კომპანიას და გასაღებების დამზადება ნებისმიერ მანქანაზე გაიმარტივოთ.

გასაღებების დამზადების პროცესი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. უნდა გაითვალისწინოთ მანქანის ბრენდი და საკეტების ნიუანსები. მანქანის გასაღებების რამოდენიმე ტიპი არსებობს:
  • ჩვეულებრივი, რომლის მთავარი ელემენტია დანა. მსგავსი გასაღებები ტიპიურია 1998 წლამდე გამოშვებული მანქანებისთვის. მათი დამზადება მარტივია და ფასი ხელმისაწვდომია;
  • ჩიპით აღჭურვილი გასაღები 1998-2000 წლების გამოშვების მანქანებისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი გასაღების დაკარგვის შემთხვევაში მათი შეცვლა ახლით შეუძლებელია;
  • გასაღები ლაზერული ჭრით - თავიდან ასეთ გასაღებებს მხოლოდ ძვირადღირებული მანქანებისთვის ამზადებდნენ, ახლა კი ხშირად უფრო ხელმისაწვდომ ბრენდებში შეგიძლიათ იპოვოთ. ასეთი გასაღებების შესაქმნელად საჭიროა პროფესიონალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიის მკაცრი დაცვა;
ცენტრალური საკეტის მართვის ღილაკებით აღჭურვილი გასაღები წარმოადგენს რადიოსიხშირულ მოდელს, რომელიც გადასცემს სიგნალს კოდით, რაც კარის გახსნაზეა პასუხისმგებელი. ასეთ გასაღებს დღეს ყველაზე მაღალი დაცვის დონე აქვს. 

გასაღებების დამზადება, ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიონალი სპეციალისტის მუშაობას მოითხოვს. ჩვენს პლატფორმაზე მის დაქირავებას რამოდენიმე წუთში შეძლებთ. 
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

პრო გასაღების დამზადება ყველა ქალაქში 24/7
გასაღების დამზადება ყველა ქალაქში 24/7

თბილისი, ფოთი, ბათუმი, ქუთაისი გასაღების გაჩარხვა პროგრამირება გამოძახებით, დაკარგული გასაღების აღდგენა, გასაღების გამრავლება, პულტის პროგრამირება თბილისსა და რეგიონებში ადგილზე მისვლით

პულტიანი გასაღებების დამზადება მანქანაზე მანქანის გასაღების ხელოსანი მანქანის გასაღების აღდგენა მანქანის გასაღების დამზადება ბათუმში მანქანის გასაღების დამზადება ქუთაისში მანქანის გასაღების დამზადება თბილისში მანქანის გასაღების დაპროგრამება მანქანის გასაღების ასლის დამზადება მანქანის გასაღების შეკეთება
ტელეფონი 568 91 ** **
პრო მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით
მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით
სერვის +
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

ადგილზე მისვლით/გამოძახებით. ავტომობილის გასაღების პროგრამირება! აღდგენა! დამატება! შეცვლა! გარანტიით! ვამზადებთ ნებისმიერი ტიპის ავტომობილის გასაღებს და პულტს აღგიდგენთ დაკარგულ გასაღებს, დაგიმზადებთ სათადარიგო გასაღებს (ზაპასს). თუ ავტომობილი ჩაგეკეტათ, ჩვენ გავხსნით მას დაუზიანებლად და დაგიმზადებთ ახალ გასაღებს თუ მანქანა უგასაღებოდ ჩამოგივიდათ ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა მოდელის გასაღები. 1. სმარტ გასაღები (სტარტ/სტოპი) უკონტაქტო გაღება, ორიგინალი და არაორიგინალი კარგი ხარისხი. 2. ჩვეულებრივი გასაღები თავისი პულტით და გასაღების პირით. ორიგინალი და არაორიგინალი. 3. გასაღების ჩიპი პროგრამირებით.

პულტიანი გასაღებების დამზადება მანქანაზე მანქანის გასაღების ხელოსანი მანქანის გასაღების აღდგენა მანქანის გასაღების დამზადება თბილისში მანქანის გასაღების დაპროგრამება მანქანის გასაღების დაპროგრამება გამოძახებით მანქანის გასაღების დამზადება რუსთავში
ტელეფონი 591 20 ** **

ავტომობილის გასაღების დამზადება

ავტომობილის გასაღების დამზადება გასაღებების წარმოების სრულიად განსხვავებული მიმართულებაა. ჩვეულებრივისგან მანქანის გასაღები განსხვავდება ფორმით და ჩიპის არსებობით. რა თქმა უნდა ის ყველა მოდელში არ გვხვდება, თუმცა თანამედროვე ავტომობილები ჩიპის გარეშე წარმოუდგენელია. 

1998 წლიდან მანქანის საკეტების დაცვის მოთხოვნები შეიცვალა, რამაც ძირითადი პროფილების ცვლილება გამოიწვია. თუ ადრე ნებისმიერ სახელოსნოში შესაძლებელი იყო დუბლიკატის გაკეთება, დღეს ეს სერვისი პროფესიონალების ჩართულობის  გარეშე წარმოუდგენელია. 

გასაღების დამზადება-შეკეთების ფასი დამოკიდებულია თქვენი მანქანის ტიპზე, საკეტების მოდელზე და დაზიანების სახესხვაობაზე. თუ ჩიპი ხელუხლებელია და გასაღების თავია გატეხილი, შეგიძლიათ მხოლოდ გასაღების ჩამოჭრა, რაც ბევრად მარტივი პროცედურაა. ჩიპით გასაღების სრული კომპლექტის წარმოების შემთხვევაში სამუშაოს მოცულობა სრულიად განსხვავებულია. 

თუ მანქანას ვერ ხსნით სპეციალისტის გამოძახება ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლიათ. Servisebi.ge-ზე რეგსტრირებულ ოსტატებს მერსედესის გასაღების დამზადება, კორპუსის შეცვლა და სხვა მოთხოვნადი მომსახურების გაწევა შეუძლიათ.

 ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის ზამოკის შეცვლა და გასაღების დუბლიკატის დამზადება ერთი ზარის განხორციელებბით შეგიძლიათ. თავდაპირველად გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს და ისეთი სპეციალისტი შეარჩიეთ, რომელიც სანდო რეპუტაციით სარგებლობს. ამის შემდგომ გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია და სერვისის მომწოდებელს ინდივიდუალური პირობებით შეუთანხმდით. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ ის მომსახურების სირთულიდან გამომდინარე დაგიანგარიშდებათ. 

მომხმარებლის შეფასებები

მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით სურათი
მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-29 13:29:02

ადგილზე მოვიდა, 10 წუთში გამიკეთა გასაღების დუბლიკატი თავისი დაპროგრამებით

მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით სურათი
მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-05-03 16:14:55

გამიჩარხა გასაღები pajero IO 2000 ადგილზევე მოაგვარა ყველაფერი. ვურჩევ ყველას

მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით სურათი
მანქანის დაკარგული გასაღების აღდგენა/პროგრამირება/გაჩარხვა გამოძახებით
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-04-29 11:38:47

ვურჩევ სულ ყველას. მიცუბიში აუთლენდერი 2019. გამიკეთა გასაღები ადგილზე მოსვლით

მანქანის გასაღების დამზადება / პროგრამირება სურათი
მანქანის გასაღების დამზადება / პროგრამირება
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-24 22:51:28

დავკარგე გასაღები, ბევრგან დავრეკე და მხოლოდ ამ ადამიანმა შეძლო ჩემი დახმარება

ჩეკეტილი ავტომობილის გახსნა სურათი
ჩეკეტილი ავტომობილის გახსნა
ოთო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-09-08 15:56:34

საუკეთესო მომსახურეობა აქვთ არ ინანებთ ყველანაირ პრობლემას აგვარებენ

ჩეკეტილი ავტომობილის გახსნა სურათი
ჩეკეტილი ავტომობილის გახსნა
ბექა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-09-08 01:19:53

საუკეთესო მომსახურეობაა გენაცვალეთ ბიჭებოო ყველას გირჩევთ გამოიძახეთ

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ავტომობილის გასაღების დამზადებისას?


დღესდღეობით, ავტომობილი ყველაზე კომფორტული ტრანსპორტია, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს. აქედან გამომდინარე, მუდმივად გამოიყენება მანქანის გასაღებიც, რომელიც კარის, საბარგულის გასაღებად და ძრავის დასაქოქად არის საჭირო. შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ეს აქსესუარი უბრალოდ გაცვდება და მისი ასლის დამზადება დაგჭირდებათ. გარდა ამისა, შესაძლოა გასაღები დაკარგოთ, ან ის გატყდეს - ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.  
ტექნოლოგიური წინსვლის ეპოქაში მანქანის გასაღების ფორმა და ფუნქციებიც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, არსებული ხარვეზების დამოუკიდებლად აღმოფხვრა შეუძლებელია. 

რა ტიპის გასაღებები არსებობს?
 
ავტომობილის მარკისა და მოდელის შესაბამისად გასაღების ტიპებიც იცვლება. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი: 1990 იანი წლებიდან ჩიპების რამოდენიმე თაობა შეიცვალა. პირველ მოდელებს ჰქონდათ მხოლოდ ფიქსირებული კოდი, რომელიც არასოდეს შეცვლილა. თანამედროვე ჩიპებს დინამიური კოდი აქვთ და კარგად იცავენ ავტომობილს ქურდობისგან. 

გასაღები ცენტრალური საკეტის ღილაკებით 
ავტომობილების ზოგიერთმა ბრენდმა მოხერხებულობაზეც იფიქრა, ამიტომ გასაღებს დაემატა ღილაკები, რომლითაც მანქანის კარების გაღება ან დახურვა ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ. მსგავს მოდელებში ჩასმულია რადიოსიხშირული მოდულის დაფა, რომელიც გადასცემს სიგნალს შესაბამისი კოდით. ავტომობილი თავის მხრივ ამოწმებს კოდს და ასრულებს ბრძანებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საკეტის მართვის პანელები თავდაპირველად ფიქსირებული კოდით მუშაობდა, რომელიც დროთა განმავლობაში დინამიურით შეიცვალა. 

გასაღები ჩიპით და ცენტრალური საკეტით
ცენტრალური საკეტის სამართავად (კარის გაღება/დახურვა) ასეთი ტიპის გასაღები აერთიანებს იმობილაიზერის ჩიპს და რადიოსიხშირის დაფას. შესაძლოა ასეთი ტიპის გასაღებს ჰქონდეს ცალკე ჩიპი და ცალკე დაფა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. ასევე შესაძლებელია ჩიპი ცენტრალური საკეტის მართვის დაფაშივე იყოს ჩაშენებული.

ჭკვიანი გასაღები/ბარათი
ახალი თაობის გასაღები მფლობელს გაცილებით მეტ კომფორტს უქმნის. ასეთი მოდელების მინუსი არის საიმედოობის ნაკლებობა და მაღალი ღირებულება. ასეთი გასაღების გაუმართაობის შემთხვევაში მანქანის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გახსნას და დაძრას მანქანა სმარტ გასაღების დამალული სარეზერვო საშუალებით, ჩვეულებრივი მექანიკური გასაღებით და მასში ჩაშენებული ჩიპით. 
 
რა შემთხვევაში დაგჭირდებათ გასაღების დამზადება?
 
გასაღების დამზადება რამოდენიმე შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ: გასაღები მუდმივი გამოყენების გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ ცვდება. ეს გავლენას ახდენს როგორც ვიზუალურ მხარეზე (დაბზარული ღილაკები, გახეხილი ქეისი), ასევე მის ფუნქციურობაზე (გასაღების დანა შეიძლება უბრალოდ ამოვარდეს, ან გატყდეს). ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად აგრძელებს ასეთი გასაღების გამოყენებას, სანამ მისი საშუალებით მანქანა ჯერ კიდევ იქოქება. მსგავს შემთხვევებში კარგი გამოსავალია გასაღების გაუმართავი ნაწილების ახლით შეცვლა, მაგალითაც შეგიძლიათ შეცვალოთ კორპუსი, დანა ან ღილაკები.  ამ შემთხვევაში უმჯობესია დაამზადოთ მარტივი გასაღები ჩიპით. ასლის ღირებულება არაფერია იმ ხარჯებთან და ნერვიულობასთან, რაც შეიძლება ერთადერთი ეგზემპლარის გატეხვას, ან დაკარგვას მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მომავალზე თავიდანვე იფიქროთ. 
თუ ოჯახში თითო ავტომობილი გყავთ
დააფასეთ კომფორტი. ყველასთვის ვინც ერთი და იგივე ავტომობილით სარგებლობს, საკუთარი გასაღები ძალიან მოხერხებულია. ეს ეფექტური ნაბიჯია არა მხოლოდ ოჯახში, არამედ კომპანიაშიც, სადაც პერსონალიდან რამოდენიმე ადამიანი ერთსა და იმავე მანქანას იყენებს.  თუ გასაღები დაიკარგა და ვერ პოულობთ მოგიწევთ ავტოდილერთან დაკავშირება, ან მანქანის მექანიკური დაზიანება კარის გასაღებად. ეს ნებისმიერი ბრენდისთვის ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. კიდევ ერთი ვარიანტია იმობილიზატორის სპეციალისტის პოვნა, რომელსაც შეუძლია სწრაფად აღადგინოს კოდი და დაგიმზადოთ ახალი გასაღები. 
 
სად ვიპოვოთ სანდო სპეციალისტი ავტომობილის გასაღების დასამზადებლად?
 
ავტომობილის გასაღების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოცდილი სპეციალისტის პოვნა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ servisebi.ge-ს და სასურველი ოსტატი დამოუკიდებლად შეარჩიოთ. პლატფორმაზე ქვეყნის წამყვანი მექანიკოსების სრული ბაზაა წარმოდგენილი. 24 საათის განმავლობაში სპეციალისტის გამოძახებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. 

დღესდღეობით, მექანიკოსის დასაქირავებლად ახლობლების რეკომენდაციები არ გჭირდებათ. პლატფორმაზე ნეგატიური შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ სპეციალისტის შერჩევას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ. 
ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. უფასო სატელეფონო კონსულტაციის დროს შეგიძლიათ პირობებზე სპეციალისტს ინდივიდუალურად შეუთანხმდეთ. Servisebi.ge დაგიზოგავთ დროს და ხარისხიანი მომსახურების მიღებას თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეძლებთ. 

მსგავსი ძიებები

hash
პულტიანი გასაღებების დამზადება მანქანაზე 5 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების ხელოსანი 3 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების აღდგენა 3 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დამზადება ბათუმში 1 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დამზადება ქუთაისში 2 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დამზადება თბილისში 4 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დაპროგრამება 3 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების აღდგენა ვინ კოდის მიხედვით 0 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების ასლის დამზადება 1 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დაპროგრამება გამოძახებით 2 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების შეკეთება 1 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დამზადება რუსთავში 1 განცხადება
arrow right
hash
მანქანის გასაღების დამზადება ფოთში 0 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს მანქანის გასაღების დამზადება?

მანქანის გასაღების რამოდენიმე ტიპი არსებობს. გასაღების დამზადების ღირებულება მანქანის მოდელის მიხედვით განისაზღვრება. ასევე მნიშვნელოვანია პროგრამირებადი ჩიპის არსებობაც. მომსახურების ღირებულება სპეციალისტთან, სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, შეგიძლიათ დააზუსტოთ.