ავტოიმპორტი - ავტომობილების ჩამოყვანა

ავტომობილების ჩამოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად ხდება. თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე როგორც აზიიდან, ასვეე აშშ-დან და ევროპიდან ავტომობილის გადაზიდვის ფასი გაიზარდა.

ავტომობილების გადაზიდვა ორი მეთოდით შეიძლება მოხდეს. ეს არის კონტეინერით  და ღია სისტემით გადაზიდვა, როდესაც დახურულ გემზე ავტომობილი კონტეინერის გარეშე შედის. ეს აქამდე მხოლოდ ახალი მანქანებისთვის იყო განკუთვნილი, ვინაიდან გადაზიდვის ეს ფორმა უფრო ძვირი და უსაფრთხოა. საკონტეინერო გადაზივაზე შედარებით დაბალი ფასი მოქმედებს.
 
აშშ-ში დაახლოებით 5 პორტია, საიდანაც მანქანების ტრანსპორტირება ხდება. თითოეული პორტიდან მანქანის ჩამოყვანის ფასი განსხვავებულია, ამიტომ როდესაც ავტომობილს ყიდულობთ, მისი გამოწერის ფასზე მოქმედებს შესყიდვის შტატი. ევროპა ამ მხრივ უფრო სტაბილურია, თუმცა მსოფლიოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ევროპულ ფასებზეც მოახდინა გავლენა. 

მიუხედავად ამისა, მანქანის ჩამოყვანა შტატებიდან ან იაპონიიდან ბევრად უფრო იაფია ადგილობრივ ბაზართან შედარებით. ამასთან იქ მოვლის და შემოწმების კულტურა გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ამიტომ მანქანას ბევრად უკეთესი ტექნიკური მახასიათებლებით მიიღებთ.
იტვირთება...
avatar

შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში

თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან

success icon

მადლობა, თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

🙁

ავტოიმპორტიორი კომპანია
ავტოიმპორტიორი კომპანია

Automoby.ge წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს ან გაყიდოს ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით. გამოცდილი გუნდის მეშვეობით, შევქმენით ონლაინ ავტო-სავაჭრო პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია ახალი და მეორადი ავტომობილების მომწოდებელი კომპანიების ავტო აუქციონები და ავტო სტოკები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიოს უდიდესი ავტო სავაჭრო ბაზები, ამიტომ ყოველდღიურად ვაფართოვებთ ჩევენი მომწოდებლების წრეს, ვნერგავთ ახალ ტექნელოგიებს და ვზრუნავთ იმაზე თუ, როგორ გავამარტივოთ და გავხადოთ დაცული თქვენი ტრანზაქციები. Automoby.ge-სპლატფორმაზე განთავსებულია 500 000-მდე ავტომანქანა: ავტო აუქციონები/სტოკები: ამერიკის, კორეის, იაპონიის, გერმანიის, ჩინეთის და ევროპის სხვადასხვა უმსხვილესი ავტო ჰაუსებიდან და მსხვილი ბრენდები პირდაპირ ქარხნებიდან.

video icon ვიდეო
ავტო იმპორტი მოტოციკლის ჩამოყვანა

<h1>ავტო იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან</h1>

მომხმარებლები ხშირად მანქანის შემოყვანას უცხოეთიდან არჩევენ, რათა დაზოგონ ფული და უფრო უკეთესი მოდელები შეიძინონ. ამერიკიდან მანქანის შეკვეთა ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია. თუ ახალი მანქანის შესაძენად საკმარისი თანხები არ გაქვთ, უმჯობესია ამერიკული მანქანების საიტი გამოიყენოთ და მეორადი მოდელები შეიძინოთ. 
მეორადი მანქანების იმპორტის ბაზარზე წამყვანი პოზიციები გერმანიას, საფრანგეთსა და აშშ-ს უკავია. აღსანიშნავია, რომ ამერიკელები უფრო ხშირად ცვლიან მანქანებს, ვიდრე კონსერვატიული ევროპელები, ამიტომ ჩამოყვანილი მანქანის საშუალო ასაკი 3-5 წელია. 

რატომ უნდა გამოიყენოთ ამერიკის ავტო აუქციონი?

ამერიკიდან მანქანის შეკვეთა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ავტომობილის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე. შტატებში ყველა ტიპის ავტომობილის ბრენდის ფართო არჩევანია. ამერიკის ავტო აუქციონი იმით არის გამორჩეული, რომ შესაძლებელია იპოვოთ საავტომობილო ინდუსტრიის ახალი პროდუქტები ან იშვიათი მანქანები.
აშშ-ში უფრო დიდი შანსია, რომ დაბალი გარბენის მანქანა შეიძინოთ. ოდნავი ნაკაწრის შემთხვევაშიც კი სადაზღვეო კომპანიას ავტომობილი ამერიკის ავტო აუქციონზე გააქვს. ამასთან, ამერიკელები ზრუნავენ თავის უსაფრთხოებაზე, რაც მათი მანქანების შესანიშნავ ხარისხს განაპირობებს. 

ავტომობილის შეძენის პროცესი

ამერიკული მანქანების საიტზე ავტომობილის შეძენისას ტრანზაქცია ხოციელდება ონლაინ აუქციონის საშუალებით. მთავარია სანდო სადილერო კომპანია აირჩიოთ, რომელიც იზრუნებს ავტომობილის მიწოდებაზე, განბაჟებაზე, რეგისტრაციასა და ყველა სხვა სახის პროცედურაზე. 
განბაჟებას შესაძლოა კვირაზე მეტი დასჭირდეს და მისი ღირებულება დამოკიდებულია შენაძენის ფასზე, ტიპზე, ძრავის ზომასა და ავტომობილის ასაკზე. 

სხვა ქვეყნიდან ავტომობილის შეძენისას თაღლითური შემთხვევებიც ბევრია. არაკეთილსინდისიერი გამყიდველები გთავაზობენ მანქანებს ფარული ტექნიკური ხარვეზებით, არასრული დოკუმენტებით. შედეგად შეიძლება მანქანა შეიძინოთ, მაგრამ ვერ ჩამოიყვანოთ. აქედან გამომდინარე აუცილებელია მყიდველმა ზუსტი სურათი იცოდეს ყიდვის დასრულებამდე. ამისთვის სანდო მომსახურების მომწოდებლებს უნდა დაუკავშირდეთ. სანდო დილერი ამ საკითხში გადამწყვეტი რგოლია, ამიტომ აუცილებლად უნდა ენდოთ პროფესიონალებს.

მანქანების ბაზრობა გერმანიაში

გერმანიაში მანქანის შეძენის რამოდენიმე ცნობილი უპირატესობა არსებობს. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ გერმანელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დეტალებს და წესრიგს, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებულად ზრუნავენ თავიანთ ავტომობილებზე. 
გერმანიაში მომხმარებლები ხშირად სტუმრობენ პროფესიონალურ ავტორიზებულ სერვისებს,შესაბამისად, მანქანების ტექნიკური მდგომარეობა გარანტირებულია. ხარვეზები მაქსიმალური სიფრთხილით იდენტიფიცირდება და აღმოიფხვრება. ძალიან კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილებიც კი ხშირად ხვდება მანქანების ბაზრობაზე გერმანიაში.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც გერმანიიდან ავტომობილის ჩამოყვანაზე უნდა იფიქროთ, არის ზომიერი კლიმატი და მაღალი ხარისხის გზები. თუ მანქანა ისეთი ადგილიდან მოძრაობს, სადაც არ არის მოულოდნელი ტემპერატურის ცვლილებები, დიდი რაოდენობით თოვლი და ნოტიო/მარილიანი ჰაერი, ავტომობილი მგრძნობიარე არ არის კოროზიის მიმართ. გლუვ ზედაპირებზე მანქანის ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში, მანქანის შასის ცვეთა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ჭურჭლის ნახვრეტებსა და ჭუჭყიან გზებზე. 

გერმანიაში მანქანების დიდი არჩევანია. აქ თითქმის ახალი, ოდნავ ნახმარი მანქანები შეგიძლიათ იპოვოთ, ასევე ექსკლუზიური სპორტული და ვინტაჟური მანქანები. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ გატეხილი, დაუმთავრებელი და დაზიანებული მანქანები, რომლებიც ხშირად გამოიყენება სათადარიგო ნაწილების მოსაპოვებლად. 
მოტყუების რისკი გერმანიაშიც არსებობს. მანქანის ისტორიის შესამოწმებლად საუკეთესო გზაა მისი VIN შემოწმება. ეს არის უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მანქანის იდენტიფიკაციისთვის. ხელმისაწვდომია სხვადასხვა მონაცემთა ბაზა, რომელშიც კონკრეტული მანქანის VIN ნომრის შეყვანით შეგიძლიათ ავტომობილის შესახებ დეტალური ინფორმაცია იპოვოთ.

მანქანების ჩამოყვანა კანონი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. საქმე ეხება ევრო 5-ის სტანდარტის წესის დანერგვას. მანქანები, რომლებიც ამ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ ქვეყანაში ვეღარ შემოვა. ეს რეგულაცია 2013 წლამდე წარმოებულ მანქანებს ეხება. ინიციატივის მიზანი კი ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს საავტომობილო იმპორტის 30-40% უჭირავს, შესაბამისად ავტოდილერები შესაძლოა დაზარალდნენ. ევრო 5 სტანდარტი ავტომობილების რეექსპორტს არ შეეხება. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ მოხდება რეგულაციის აღსრულება და საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის გაკონტროლება. 

ავტო იმპოტიორი კომპანიები

უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოყვანა ადგილზე შეძენასთან შედარებით ბევრად მომგებიანია, თუმცა ეს პროცესი გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ზოგადად ავტომობილის განსაბაჟებლად საჭიროა ავტომობილის კონსტრუქციის უსაფრთხოების სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს რომ მანქანის მდგომარეობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება.

ავტო იმპორტიორი კომპანიები მანქანების ჩამოყვანას გაგიმარტივებენ თქვენ უბრალოდ იხდით მოდელის ფასს, რასაც ტრანსპორტირების და კონტეინერის ფასებიცმატება. რაც შეეხება განბაჟებას ის მანქანის გამოშვების წლის მიხედვით განისაზღვრება. დეტალური ინფორმაციის დასადგებანდ servisebi.ge-ზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით და საჭირო კომპანიებს დაუკავშირდით. 

წარმატებულ ავტო იმპორტორ კომპანიებს რამოდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს: უმჯობესია ისეთ კომპანიასთან ითანამშრომლოთ, რომელსაც საწყობები სტრატეგიულად მომგებიან ადგილას აქვს განლაგებული. ეს განაპირობებს კომპანიის ლოჯისტიკის ეფექტურ მუშაობას აუქციონის ადგილის მიუხედავად. 

ავტო იმპორტიორი კომპანიების მოსაძიებლად საკმარისია ეწვიოთ ვებგვერდს servisebi.ge. პლატფორმის გამოყენება უფასოა და აქ შუამავლებს თანხას არ უხდით. სერვისის ღირებულებას მომწოდებელი ადგენს. ის დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე, ღირებულებასა დაადგილმდებარეობაზე. თუ ავტო იმპორტის შესახებ მეტი დეტალის გაგება გსურთ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ კომპანიებს დაუკავშირდით. ავტო იმპორტიორი კომპანია მანქანის ჩამოყვანას და განბაჟებას გაგიმარტივებთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა დრო სჭირდება ამერიკიდან მანქანის ჩამოსვლას?

ამერიკიდან მანქანის ჩამოსვლა დამოკიდებულია იმ შტატზე, რომელშიც ავტომობილს იძენთ. საშუალოდ 2-3 თვის შუალედში შენაძენს მიიღებთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა პროცესი 5-6 თვემდეც გაგრძელდეს.

რა ჯდება ავტომობილის ჩამოყვანა?

ავტომობილის ჩამოყვანის ფასი დამოკიდებულია აუქციონზე, მდებარეობაზე, ჩატვირთვის პორტზე და მოდელის მახასიათებლებზე. უმჯობესია ფასის დასადგენად გამოცდილ ავტო იმპორტიორებს მიმართოთ.

რა ჯდება ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა?

ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანის ფასი დამოკიდებულია აუქციონზე და შეძენის შტატზე. დეტალური ინფორმაციისთვის ავტო იმპორტიორ კომპანიებთან კონსულტაცია გაიარეთ.

რა ჯდება იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანა?

აპონიიდან მანქანის ჩამოყვანის ფასი დამოკიდებულია ავტმობილის გამოშვების წელზე, აუქციონსა და ადგილმდებარეობაზე. უმჯობესია კონსულტაციისთვის ავტო იმპორტიორ კომპანიებს დაუკავშირდეთ, რათა სასურველი მოდელის შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

რა ჯდება კორეიდან მანქანის ჩამოყვანა?

კორეიდან მანქანის ჩამოყვანის ფასის დასადგენად აუცილებელია გაარკვიოთ მოდელი და გამომგზავნი პორტის ადგილმდებარეობა. უმჯობესია გამოცდილი ავტო იმპორტიორის კონსულტაცია გაიაროთ.

როგორ ვიყიდოთ მანქანა გერმანიაში?

გერმანიაში მანქანის შესაძენად პირველ რიგში დაუკავშირდით სანდო ავტო იმპორტიორს. მიაწოდეთ ინფორმაცია სასურველი მოდელის და ბიუჯეტის შესახებ. ამის მერე დააზუსტეთ აუქციონთან დაკავშირებული დეტალები და მომსახურების პირობები.