კაფელ-მეტლახის დაგება მნიშვნელოვანია სამზარეულოებსა და სველ წერტილებში. გაინტერესებთ, რით გამოირჩევა ეს პროდუქტები და რატომ უნდა ავირჩიოთ ისინი? იმიტომ, რომ უფრო მარტივი მოსავლელია და ნესტგამძლეა. ლამინატისგან განსხვავებით, მეტლახს განსაკუთრებული ქიმიური საშუალება არ სჭირდება, რომ გაიწმინდოს და მიიღოს თავდაპირველი იერი. კაფელს მარტივად შორდება ცხიმი, რომელიც შეიძლება შეეშხეფოს მაშინ, როცა თქვენ სამზარეულოში ფუსფუსებთ. იატაკის დასაგებად და კედლის მოსაპირკეთებლად, ძირითადად, გამოიყენებენ რამდენიმე ტიპის ფილას: კერამიკის, გრანიტის, კერამოგრანიტისა და მარმარილოსი. ვებგვერდზე შეხვდებით პროფესიონალ ხელოსნებს, რომლებიც აგარჩევინებენ შესაფერის მასალას თქვენი გასარემონტებელი ფართისთვის. თუ ზემოაღნიშნული საქმისთვის გამოცდილ ადამიანებს ეძებთ, სერვისები მათ ადვილად გაპოვნინებთ საქართველოს გარშემო.
იტვირთება...
შეაფასე გიორგი კომუნიკაციაში
თქვენი პასუხი არის ანონიმური და არ გამოჩდება განმთავსებელთან
კაფელ-მეტლახის კერამიკული ფილები არსებობს როგორც ძვირადღირებული, ისე დაბალფასიანი. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მომხარებელთან უმეტესობა ირჩევს მათ. კერამოგრანიტის ფილებს აგებენ იმიტომ, რომ თავიდან აირიდონ სხეულის დაზიანება. კერამოგრანიტის ფილა აძლიერებს ხახუნის ძალას, რომლის მეშვეობითაც თითქმის გამორიცხულია იატაკზე ფეხის ასრიალება და დაცემა. მდიდრული ეფექტისთვის ადამიანთა უმეტესობა მარმალიროს ქვას აგებს, ხოლო მეორე ნაწილი კი - მოზაიკას, რათა გარემონტებული ტერიტორია სასიამოვნო საყურებლი გახადოს უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით მათ განცხადებების ქვეშ მოცემულ ნომრებზე.
ძალიან კმაყოყილი ვარ, უმაღლესი ხარისხით შეასრულა საქმე, გამიკეთა ღია ტერასა, კერამო გრანიტი კედლებზე და იატაკზე. ასევე იზოლაცია და სხვა და ყველა საჭირო სამუშაოები. ვაძლევ უმაღლეს შეფასებას.